ევროკავშირის განცხადება რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონებში საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე რუსეთის საპრეზიდენტო საარჩევნო უბნების გახსნა უკანონოა. ევროკავშირი სრულად ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

რუსეთი: საპრეზიდენტო „არჩევნები“ ჩატარდა უაღრესად შემზღუდველ გარემოში, გაზრდილი სისტემური შიდა რეპრესიებისა და კრიტიკული ხმების ჩახშობის პირობებში, ეუთო/ოდირის დაკვირვების გარეშე.

სრული ტექსტი იხილეთ: https://europa.eu/!TrqDp7