ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ასახელებს კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალსტიკაში“ 2019 წლის გამარჯვებულებს
საქართველოშიევროკავშირის წარმომადგენლობამ, თბილისში გამართულ დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზეგამარჯვებულ ჟურნალისტებს გადასცა„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში2019“. ექვსი საპრიზო კატეგორია მოიცავდა - ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტო ჟურნალისტიკას. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლომისიამ გასცა სპეციალური პრიზი კონფლიქტებისმიმართ სენსიტიურ ჟურნალისტიკაში, რომელიცნდობის აღდგენასა და მშვიდობის დამკვიდრებასუწყობს ხელს.
ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა აღნიშნა: ”ევროკავშირი პრიზს ჟურნალისტიკაში 2012 წლიდან გასცემს. პრიზის მიზანია ხელი შეუწყოს ჟურნალისტიკის და მედიის ხარისხის გაუმჯობესებას და ეთიკური სტანდარტების გაძლიერებას, რაც დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა. წელს ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ყველა წარმოდგენილი ნაშრომით. მე პირადად მოვუწოდებ ყველას, ნახონ და წაიკითხონ გამარჯვებული ნამუშევრები.“
”ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედმახელმძღვანელმა ქალბატონ ქეით ფიერონმა აღნიშნა: “იმ მოცემულობაში, როდესაც მოუგვარებელი კონფლიქტები და დაძაბულობა რჩება, ნდობის აღდეგნა კვლავ მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს. დამოუკიდებელი, საგამოძიებო მედია აუცილებელია ადმინისტრაციული საზღვრების სხვადასხვა მხარეს მყოფ ადამიანებს შორის დიალოგის წინ წასაწევად. “
„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2019 წლის კონკურსის გამარჯვებულები არიან:
• საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში: ნინო თარხნიშვილი
ფინალისტები:
o თამარ ჩიხლაძე (ფოტოები: დავით ფიფია)
o სოფო დათიშვილი
o დიმიტრი ავალიანი (ფოტოები: დავით ფიფია)
• საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში: ბესო გვენეტაძე
ფინალისტები:
o შორენა ტყეშელაშვილი
o მზია ფარესიშვილი
o მალხაზ რეხვიაშვილი (თანაავტორი ლევან დევაძე)
• საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტიბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლომედიაში: გიორგი მგელაძე
ფინალისტები:
o ნინო რამიშვილი (თანაავტორი ზაზა წულაძე)
o მარი დუდუნია
o ნანა ბიგანიშვილი
• საუკეთესო ბლოგი/თვალსაზრისი/სვეტი ბეჭდურან ელექტრონულ მედიაში: ჯიმშერ რეხვიაშვილი
ფინალისტები:
o ალექს ჩიღვინაძე
o გიორგი მაისურაძე
o ნიკო ნერგაძე
• საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციურინაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ანსამაუწყებლო მედიაში: ლაშა ცერცვაძე
ფინალისტები:
o დათო ფარულავა (თანაავტორი პიტერ ლიახოვი)
o თორნიკე მანდარია
o გულგუნ მამეთხანოვა
• საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიცევროკავშირის ფასეულობებს ასახავს: დათო ქორიძე
ფინასლიტი:
o გელა მთივლიშვილი
• კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესოჟურნალისტური ნაშრომი: (ევროკავშირისსადამკვირვებლო მისიის EUMM სპეციალურიპრიზი): მამუკა ყუფარაძე
ფინალისტები:
o თამარ შონია
o ნათია ფარეხელაშვილი
o გვანცა დოლუაშვილი
პირველ ექვს კატეგორიაში თითოეულმაგამარჯვებულმა მიიღო ფულადი ჯილდოდაახლოებით 4 000 ლარი, ევროკავშირისსადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელი კიგაივლის ლონდონში „ომისა და მშვიდობისგაშუქების ინსტიტუტში“ ერთთვიან სტაჟირებას.
ნაშრომები განიხილა სამი წევრისგან შემდგარმაჟიურიმ: დაჩი გრძელიშვილმა - IREX M-TAG Program-ის ხელმძღვანელის მოადგილემ; მაგდა მემანიშვილმა - შავი ზღვის საერთაშორისი უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის კოორდინატორმა და კრის ბუთმა - პლატფორმის „MediaSpeed” უფროსმა პროდიუსერმა.
საკონკურსო განაცხადები უნდა ყოფილიყო გამოქვეყნებული ან გაშუქებული 2018 წლის 2 ნოემბრიდან 2019 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე.
გამარჯვებული ნაშრომების მოსაძებნად ეწვიეთ www.euprizejournalism.eu(link is external)
საკონტაქტო ინფორმაცია:
თამრიკო მიქაზე,
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
Tamriko.MIKADZE@eeas.europa.eu(link sends e-mail)
ნანა ლობჟანიძე,
პროგრამის „ევროკავშირი საქართველოსთვის“საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორიnana.lobzhanidze@lnadell-mills.com ტელ.: 5 95 210 309