ევროკავშირი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

03.12.2020

დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა!

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით შშმ პირები მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს შეადგენენ. ისინი იმსახურებენ იგივე უფლებებითა და შესაძლებლობებით სარგებლობას, როგორც ყველა, თუმცა ხშირად უწევთ სირთულეების გადალახვა სკოლებში, სამუშაო ადგილებზე და ყოველდღიურ ცხოვრებაში. სწორი მიდგომისა და ხელშემწყობი საშუალებების არსებობის შემთხვევაში, ამ გამოწვევების დაძლევა შესაძლებელი გახდება. ყოველივე ამის გააზრება წინ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

კოვიდ-19-ით გამოწვეული კრისის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საქართველოში დღეს კიდევ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დგანან, ვიდრე მანამდე. ევროკავშირი პარტნიორებთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ შშმ პირებისათვის უფრო ხელმისაწვდომი გარემო შექმნას და მათ ინდივიდუალური მხარდაჭერის, ტრანსპორტირების, კონსულტაციისა და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისებით უზრუნველყოფს.  

Remote video URL

   ევროკავშირი მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეხმარება. გაიგეთ მეტი ამ პროექტების შესახებ აქ:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა Covid-19-ის კრიზისის დროს – https://bit.ly/33Et5sn
უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის – https://bit.ly/2I3CemO
თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის – https://bit.ly/33o7UdU
ფსიქიკური აშლილობების და ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პირთა უფლებების მხარდაჭერა საქართველოში – https://bit.ly/2Vug6VJ