ევროკავშირსა და საქართველოს შორის კვლევისა და ინოვაციების თანამშრომლობის მხარდაჭერა: „ჰორიზონტ ევროპის“ საპროექტო წინადადებების მომზადების მიზნით, საჯარო და კერძო სექტორის მკვლევარებისთვის ბანაკები და ექსპერტთა კონსულტაციები
საქართველოდან „ჰორიზონტ ევროპის“ საპროექტო წინადადებების მომზადების მხარდასაჭერად, ინდივიდუალური მკვლევარებისთვის გათვალისწინებულია საპროექტო წინადადებების მოსამზადებელი ბანაკები. ამასთან, ჩატარდება ექსპერტთა კონსულტაციები. საპროექტო წინადადებების მომზადების სამდღიანი ბანაკის მიზანია, დაეხმაროს იმ მკვლევარებსა და ინოვატორებს, რომლებიც „ჰორიზონტი ევროპის“ გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის მიღებას გეგმავენ. ტრენინგების და ექსპერტთა კონსულტაციების ჩატარების მიზანია მაღალი ხარისხის კონკურენტუნარიანი საპროექტო წინადადებების მომზადებასა და სრულყოფაში მხარდაჭერა.
ამასთან, ნახევარდღიანი ტრენინგი ჩაუტარდებათ ეროვნულ საკონტაქტო პირებს. ტრენინგი მათ დაეხმარება შეიმუშაონ და დაგეგმონ სერვისები სტრატეგიული მიდგომების გამოყენებით, რათა თავის მხრივ ხელი შეუწყონ დაინტერესებულ მხარეებს “ჰორიზონტ ევროპა” პროგრამის ხელმისაწვდომობaSi. ყველა სახის ტრენინგი ჩატარდება საქართველოში, ფიზიკური დასწრებით, 2023 წლის 6-10 თებერვალს.
განაცხადი რეგისტრაციაზე:
დაინტერესებულმა მკვლევარებმა და ინოვატორებმა საქართველოდან, აგრეთვე ეროვნულმა საკონტაქტო პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და გაიარონ რეგისტრაცია: https://horizoneuropegeorgia.service-facility.eu/