ევროკომისია აქვეყნებს ანალიტიკურ ანგარიშებს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) შესაბამისობის შესახებ

დღეს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიური ანგარიშები, სადაც შეფასებულია უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკის და საქართველოს შესაძლებლობები აიღონ ვალდებულებები ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. ანგარიშებში დეტალურად არის გაანალიზებული, რას მიაღწიეს ქვეყნებმა ევროკავშირის კანონთა კრებულთან  (EU acquis) შესაბამისობის კუთხით, რომელიც ევროკავშირის საერთო უფლებების და ვალდებულებების ერთობლიობას წარმოადგენს. ანგარიშები ავსებს 2022 წლის ივნისში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ სამი ქვეყნის განაცხადების თაობაზე ევროკომისიის მიერ მიღებულ მოსაზრებებს. მოსაზრებების შესაბამისად, რომელიც ამ კონტექსტში შესასრულებელი  პრიორიტეტების რიგს განსაზღვრავს, ევროპულმა საბჭომ სამ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა, და  უკრაინასა და მოლდოვას - კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

ანგარიშებში კომისიამ ევროკავშირის კანონთა კრებულთან  (EU acquis) მიახლოების დონე სამი განმცხადებელი ქვეყნის მიერ შევსებული კითხვარების საფუძველზე შეაფასა. ანგარიშებში ასევე გათვალისწინებულია ასოცირების შესახებ  შეთანხმებებზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებზე (AA/DCFTA) მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური დიალოგის ფარგლებში მიღებული აქტუალური ინფორმაცია, ამ  შეთანხმებების განხორციელების შესაფასებლად.

სამივე განმცხადებელი ერთი და იგივე კრიტერიუმებით, საკუთარი დამსახურების საფუძველზე შეფასდა.

ემდეგი ნაბიჯები

დღევანდელი ანალიტიკური ანგარიშები გვაძლევს წარმოდგენას სამი ქვეყნის შესაძლებლობებთან მიმართებაში, შეასრულონ ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. ანგარიშები გვთავაზობენ ღირებულ მითითებებს შესასრულებელი სამუშაოს შესახებ კანონთა კრებულის (acquis) სხვადასხვა თავებთან დაკავშირებით.

ევროკომისია გააგრძელებს უკრაინისთვის, მოლდოვასა და საქართველოსთვის რეკომენდაციების გაწევას და მხარდაჭერას ამ კუთხით, რათა დაეხმაროს სამ ქვეყანას ევროკავშირის სტანდარტებთან და ნორმებთან შემდგომ დაახლოებაში, რომელიც ევროკავშირის მთელ კანონთა კრებულს (EU acquis) მოიცავს.

კომისია წარადგენს ანგარიშს სამი ქვეყნის წინსვლის შესახებ მოსაზრებებში განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად განხორციელებული რეფორმების კუთხით, როგორც შემდეგი „გაფართოების პაკეტის“ ნაწილს, რომელიც შემოდგომაზე იგეგმება. ეს ანგარიშები გაითვალისწინებს 2022 წლის ივნისიდან მოყოლებული სხვადასხვა სექტორთან დაკავშირებული პოლიტიკის კუთხით განვითარებულ მოვლენებს და წარადგენს შესაბამის რეკომენდაციებს შემდგომ პერიოდში განსახორციელებელ რეფორმებთან დაკავშირებით.

მოლდოვის რესპუბლიკის ასოცირების განხორციელების შესახებ ბოლო ანგარიში 7 თებერვალს, ევროკავშირი-მოლდოვას ასოცირების საბჭოს დაწყებამდე გამოქვეყნდება. მსგავსი ანგარიშები უკრაინასა და საქართველოსთან დაკავშირებით შესაბამისი ასოცირების საბჭოების წინ გასული წლის სექტემბერში გამოქვეყნდა.

დამატებითი ინფორმაცია

ევროკომისიის ანალიტიკური ანგარიში ევროკავშირის კანონთა კრებულთან  (EU acquis) უკრაინის შესაბამისობის შესახებ

ევროკომისიის ანალიტიკური ანგარიში ევროკავშირის კანონთა კრებულთან  (EU acquis) მოლდოვას შესაბამისობის შესახებ

ევროკომისიის ანალიტიკური ანგარიში ევროკავშირის კანონთა კრებულთან  (EU acquis) საქართველოს შესაბამისობის შესახებ

ევროკომისიის მოსაზრება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინის განაცხადის თაობაზე

ევროკომისიის მოსაზრება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლდოვას განაცხადის თაობაზე

ევროკომისიის მოსაზრება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადის თაობაზე

ევროკომისიის მოსაზრებები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადების თაობაზე - საინფორმაციო ბიულეტენი

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ეტაპები - საინფორმაციო ბიულეტენი

ევროკავშირი და უკრაინა - საინფორმაციო ბიულეტენი

ევროკავშირი და მოლდოვა - საინფორმაციო ბიულეტენი

ევროკავშირი და საქართველო - საინფორმაციო ბიულეტენი

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებები (2022 წლის 23 და 24 ივნისი)