ევროპელ დიპლომატთა სადამკვირვებლო გუნდმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებაში მონაწილეობა მიიღო

04.11.2020

საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მხარდასაჭერად ევროკავშირმა, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და ევროპელმა პარტნიორებმა უპრეცედენტო ფართომასშტაბიანი ინიციატივა განახორციელეს - ევროპელი დიპლომატებისგან შემდგარი 70–ზე მეტი სადამკვირვებლო გუნდი დააკვირდა ქვეყნის მასშტაბით 700-მდე საარჩევნო უბანს, რაც საქართველოს საარჩევნო უბნების თითქმის 20% -ს შეადგენს.

საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მხარდასაჭერად ევროკავშირმა, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და ევროპელმა პარტნიორებმა უპრეცედენტო ფართომასშტაბიანი ინიციატივა განახორციელეს - ევროპელი დიპლომატებისგან შემდგარი 70–ზე მეტი სადამკვირვებლო გუნდი დააკვირდა ქვეყნის მასშტაბით 700-მდე საარჩევნო უბანს, რაც საქართველოს საარჩევნო უბნების თითქმის 20% -ს შეადგენს.

ეს იყო სადამკვირვებლო ინიციატივის მნიშვნელოვანი ნაწილი, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლობის კოორდინაციით და სხვა საელჩოების გუნდების მონაწილეობით შეგროვდა 1000-ზე მეტი ანგარიში საქართველოს საარჩევნო უბნებიდან, რაც ერთად ქვეყნის საარჩევნო უბნების 26% -ზე მეტს მოიცავს.

ევროპელ დიპლომატთა სადამკვირვებლო გუნდი შეიქმნა მას შემდეგ, რაც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ოდირმა) მიიღო გადაწყვეტილება მოკლევადიანი დამკვირვებლები ამ არჩევნებზე არ გამოეგზავნა.

ევროპელ დიპლომატთა სადამკვირვებლო გუნდის მიზანს საქართველოში დემოკრატიული პროცესებისა და ეუთო/ოდირის ლიმიტირებული სადამკვირვებლო მისიის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

”ევროკავშირი ამაყობს, რომ ამ უპრეცედენტო ინიციატივის - ევროპელ დიპლომატთა სადამკვირვებლო გუნდის მობილიზების საშუალებით საქართველოში საარჩევნო პროცესს ხელი შეუწყო. ევროკავშირის 14 წევრ ქვეყანასთან და 2 პარტნიორ საელჩოსთან თანამშრომლობით, არჩევნების დღეს ქვეყნის მასშტაბით 700-ზე მეტ საარჩევნო უბანზე ვიყავით წარმოდგენილები და ოდირის ლიმიტირებული სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერა შევძელით”, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

სადამკვირვებლო გუნდები შედგებოდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების თანამშრომლებისგან, მათ შორის იყო ავსტრია, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, სლოვაკეთი და შვედეთი, ასევე ნორვეგიისა და შვეიცარიის საელჩოები.

სადამკვირვებლო ქმედებები სხვა საელჩოებთან, კერძოდ, აშშ და გაერთიანებული სამეფოს საელჩოებთან მჭიდრო კოორდინაციით ხორციელდებოდა და ერთობლივმა ძალისხმევამ 1000-ზე მეტი  საარჩევნო უბანი მოიცვა.

  • ეუთო/ოდირის ლიმიტირებული სადამკვირვებლო მისიის მიგნებები შეგიძლიათ იხილოთ აქ;
  • ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის განცხადება საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ;
  • გუნდების მუშაობის ამსახველი ფოტოები და მედია მასალა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ:

თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu