თბილისის პარკი „მზიური“ ევკოკავშირის მხარდაჭერით ხელახლა გაიხსნა
2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის მეხუთე წლისთავზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ, განახლებული პარკი „მზიური“ გახსნეს. წყალდიდობით განადგურებული პარკის მასშტაბური განახლების შედეგად მოეწყოველობილიკები, ხელოვნური ტბა, სკეიტბორდის პარკი და რამოდენიმე საბავშვო მოედანი, რაცმას ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო სარეკრეაციო ზონად აქცევს.
პარკის რეკონსტრუქცია დაფინანსება „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ (European Investment Bank) 100 მილიონი ევროს მოცულობის „საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის დაგანვითარების პროექტის“ ფინანსური ხელშეკრულების, სტიქიური უბედურებით მიყენებულიზარალის აღმოფხვრის კომპონენტის ქვეშ განხორციელდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და „ევროპის საინვესტიციობანკის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაჩიე ჩურა.
„ხუთი წლის წინ მომხდარი წყალდიდობა ტრაგიკული მოვლენა იყო თბილისისთვის და ასევესაქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ევროკავშირი მოხარულია, რომ ამ პარკისრეკონსტრუქციისთვის გაწეული ფინანსური მხარდაჭერით მიეცა შესაძლებლობა თბილისისაღდგენაში წვლილი შეეტანა. ვიმედოვნებ და გვჯერა, რომ ეს სარგებელს მოუტანსთბილისელებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს, მომავალ თაობებს. ”- აღნიშნავს ელჩი ჰარცელი.
“პარკი „მზიური“ პროექტისთვის გამოყოფილი დაფინანსება, ისევე როგორც წყალდიდობითმიყენებული ზარალის აღმოფხვრაზე მიმართული სხვა ინვესტიციები, როგორიცაა, მაგალითად, წყნეთი-ბეთანიის გზის აღდგენა, „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ საქართველოსსტიქიური უბედურების პერიოდში დახმარებაზე მიმართული სწრაფი რეაგირების შედეგია. წყალდიდობით მიყენებული ზარალის აღდგენის სხვა პროექტები მომავალში ამგვარიმოვლენების რისკის შემცირებაზეც არის მიმართული“, აღნიშნა ბ-მა ჩურამ.
პროექტი სრულად დაფინანსებულია „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ (European Investment Bank) 100 მილიონი ევროს მოცულობის „საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარებისპროექტის“ ფინანსური ხელშეკრულების, სტიქიური უბედურებით მიყენებული ზარალისაღმოფხვრის კომპონენტის ფარგლებში და ითვალისწინებს თბილისის პარკი „მზიურის“ დიზაინსა და მშენებლობას.
ინვესტიციის სრულმა მოცულობამ შეადგინა დაახლოებით 7.8 მილიონი ლარი. ჩატარებულისამუშაოები მოიცავდა: (i) სარეკონსტრუქციო სივრცის მთავარ გეგმას/დიზაინს, (ii) სპორტულისივრცეების განვითარებას (მაგ. სკეიტბორდის პარკი, ღია ჰაერზე მოწყობილი სატრენაჟოროსივრცე, სპორტის სხვადასხვა სახეობებისთვის განკუთვნილი სივრცე, პარკურის მოედანი), (iii) დაზიანებული სივრცეების დემონტაჟი და რეკონსტრუქცია, (iv) ცოცხალი ხეებითა დამცენარეებით პარკის გამწვანება. აღსანიშნავია, რომ პარკის აღდგენითი სამუშაოებისდაწყებამდე, 2016 და 2017 წლებში, „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ მიერ დაფინანსდა ამავესივრცის დატბორვის რისკის შემცირებაზე მიმართული სტრუქტურული ღონისძიებები, როგორებიცაა მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების, ნალექისა ფილტრების მოწყობისა დაშემაკავებელი კედლების მშენებლობის სამუშაოები.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და „ევროპის საინვესტიციო ბანკს“ შორის დადებულ„საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის“ ფინანსურხელშეკრულებას ხელი 2016 წელს მოეწერა. 100 მილიონი ევროს მოცულობის ფინანსურიხელშეკრულების ნახევარი გათვალისწინებულია სტიქიური უბედურებით მიყენებული ზარალისაღმოსაფხვრელად.
საქართველოს მიმართ ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის შესახებ:
ევროკავშირი საქართველოში უმსხვილესი დონორია, სხვადასხვა სექტორში მიმდინარე 160-ზემედი აქტიური პროექტით, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური განვითარების, განათლების, გარემოს დაცვის, მმართველობის, ენერგეტიკისა თუ კულტურის მხარდაჭერაზე. მეტიინფორმაციისთვის ეწვიეთ: eu4georgia.ge
„ევროპის საინვესტიციო ბანკის“ შესახებ:
„ევროპის საინვესტიციო ბანკი“ (EIB) ევროკავშირის ბანკია, რომელიც წარმოადგენსევროკავშირის კრედიტორ ინსტიტუციას, ის, აგრეთვე, ერთადერთი ბანკია, რომელიციმყოფება ევროპის წევრი ქვეყნების მფლობელობაში და წარმოადგენს მათ ინტერესებს. მისმიერ გაცემული გრძელვადიანი დაფინანსება მიმართულია ევროკავშირის მიზნებისხელშემწყობი ინვესტიციების განხორციელებაზე. EIB, მჭიდროდ თანამშრომლობსევროკავშირის სხვა ინსტიტუციებთან ევროკავშირის პოლიტიკის განსახორციელებლად. EIB, როგორც მოცულობით უმსხვილესი მრავალმხრივი მსესხებელი და გამსესხებელი, უზრუნველყოფს ისეთი მდგრადი საინვესტიციო პროექტების საექსპერტო და ფინანსურმხარდაჭერას, რომლებიც ემსახურება ევროკავშირის პოლიტიკის მიზნებისკენ მიმართულგანვითარებას. EIB-ს აქტივობის 90%-ზე მეტი მიმართულია ევროპაზე, თუმცა ასევე მხარსუჭერს ევროკავშირის საგარეო განვითარების პოლიტიკას.
საქართველოში, EIB-ს დაფინანსებით მიმდინარეობს 2 მილიარდი ევროთი დაფინანსებული 27 პროექტი. EIB-ს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ
დამატებითი ინფორმაციისათვის, მიმართეთ:
თამარ მიქაძე
პრესისა და ინფორმაციის სამსახური
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu
დუშან ონდრეჯიკა
პრეს-ოფიცერი, EIB