კოვიდ-19: ტყუილი სიმართლე ვერ გახდება რაც არ უნდა ხშირად იმეორო

14.04.2020

(რედაქტორის შენიშვნა: ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს სტრატეგიული კომუნიკაციის ოპერატიული სამუშაო ჯგუფი 2015 წლიდან წარმატებით ადევნებს თვალყურს დეზინფორმაციას და ატყობინებს საზოგადოებას მის შესახებ - ჩვენ გადმოვბეჭდეთ სტატია, რომლის წყარო შეგიძლიათ ნახოთ აქ.) ყველა ბმული ინგლისურ ენაზეა.

დეზინფორმაციის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელი არის მისი დაჟინებული და მიზანმიმართული გამეორება. რამდენიმე ხელსაყრელი მეტაფორული გამონათქვამისა თუ აზრის ხშირად გამეორებით ადამიანების მოტყუება უფრო ადვილია. ადამიანების მუდმივად მოტყუებით იქმნება დამაჯერებლობისა და ისეთ ფაქტებსა და წყაროებზე წვდომის შთაბეჭდილება, რომლებიც სხვებისთვის არ არის ცნობილი. ტყუილი უფრო ადვილად დასამახსოვრებელია, როდესაც ის ერთი და იმავე ისტორიას იმეორებს. პროფესიონალმა ჟურნალისტებმა უნდა გადაამოწმონ ფაქტები, დაადასტურონ მონაცემები, მოიპოვონ წყაროები. დეზინფორმაციის გამავრცელებლებისთვის საკმარისია მხოლოდ რამდენიმე ხელსაყრელი სცენარის, ისტორიის, სიუჟეტის მიყოლა და მათი უსასრულოდ გამეორება. COVID-19-ის შესახებ პირველი დეზინფორმაცია რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალება „სპუტნიკის“ მიერ გავრცელებული ისტორია იყო, რომლის თანახმადაც, ჩინეთში გავრცელებული უცნაური ახალი ვირუსი „სავარაუდოდ NATO-ს ლაბორატორიაში შეიქმნა“. რუსეთის სახელმწიფო ოლიგარქიულმა მედიასაშუალებებმა საერთაშორისო შეთქმულების თეორიის მიმდევარი ვებგვერდებისა და სხვა არხების საშუალებით აღნიშნული ბრალდება სულ მცირე 20-ჯერ გააცრცელა. ამ კვირის განმავლობაში ეს ისტორია გამოჩნდა აქ და აქ ესპანურ ენაზე, ანექსირებულ ყირიმში დარეგისტრირებულ ვებგვერდზე და აქ - რუსულენოვან ვებგვერდებზე. ხელსაყრელი ძველი ბრალდებები„დასავლეთი/ევროპა/აშშ აღარ არსებობს“ -კიდევ ერთი ძველი ხელსაყრელი ცრუ ბრალდებაა, რომელსაც პროკრემლისტური მედია საბჭოთა დროიდან იყენებს. ამ კვირის განმავლობაში პროკრემლისტური მედიასაშუალებები დაუღალავად წინასწარმეტყველებდნენ ან უკვე მომხდარ ფაქტად აცხადებდნენ ევროკავშირის, შენგენის ზონის, ბრიუსელისა და მსოფლიოში ევროპის როლის გაქრობას. ხშირად გამეორებული ტყუილის კონკრეტულ მაგალითია ცრუ ბრალდება, რომლის თანახმად პოლონეთმა იტალიის დასახმარებლად განკუთვნილი საშუალებებით დატვირთულ რუსეთის თვითმფრინავს პოლონეთის საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება არ მისცა. ამ კვირის განმავლობაში ეს ისტორია გამოჩნდა აქ და აქ, რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებში რუსულ და იტალიურ ენებზე. რუსეთის დუმის სპიკერმა ეს დეზინფორმაცია გამოქვეყნებისთანავე უარყო და დეპუტატს, რომელმაც ეს ისტორია გაავრცელა, დისციპლინური ზომებით დაემუქრა. 

graph

 დეზინფორმაციის ექოკამერა ანუ სივრცე, რომელშიც მუდმივად ხდება ცრუ ინფორმაიციისა და შეხედულებების გამეორება მათი დამკვიდრების მიზნითპროკრემლისტური დეზინფორმაციის გამავრცელებლები შეგვიძლია 5 ძირითად ჯგუფად დავყოთ - ამათგან 3 ამ კვირაში გავრცელებული დეზინფორმაციის ძირითად წყაროს წარმოადგენს. ესენია:

  • რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების მფლობელობაში არსებული ან მათთან აფილირებული ვებგვერდები. ამ კვირაში ასეთი წყაროები იყო: RT, Sputnik, Pervy Kanal, და rubaltic.ru;
  • რუსეთში რეგისტრირებული ვებგვერდები, რომლებიც  ღიად და აშკარად არიან დაკავშირებული პროკრემლისტურ წრეებთან: geopolitica.ru და News Front;
  • რუსეთში რეგისტრირებული ვებგვერდები, რომლებსაც არ აქვთ აშკარა კავშირები კრემლთან ან რუსეთის სხვა სტრუქტურებთან: Strategic Culture Foundation, South Front და One World;

დანარჩენ ორ კატეგორიას გამავრცელებლის და წყაროს ფუნქცია აკისრია. ზემოთ ჩამოთვლილი ვებგვერდების ინფორმაცის დიდი ნაწილის გაზიარება თუ გავრცელება შემდეგი  ვებგვერდების საშუალებით ხდება. ესენია: 

  • რუსეთის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული ვებგვერდები, რომლებსაც არ აქვთ აშკარა კავშირები რუსეთის სახელმწიფო ან ოლიგარქიულ სტრუქტურებთან, თუმცა განიხილავენ რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებს და ღიად ემსახურებიან კრემლის დღის წესრიგს, მაგ., Russia-Insider, Russian-Faith, The Duran, The Saker.
  • რუსეთის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული ვებგვერდები, რომლებსაც არ აქვთ აშკარა კავშირები რუსეთთან და განიხილავენ საკითხების ფართო სპექტრს, თუმცა გამოირჩევიან პროკრემლისტური ნარატივით. მაგ., Global Research, Unz Review, Veterans Today, The Alt World, და სხვ.

ეს ვებგვერდები დეზინფორმაციის ერთგვარ ექოკამერას ქმნიან. ისინი იზიარებენ ერთსა და იმავე შინაარსსა და ავტორებს, შეხედულებებსა და ნარატივს. მეორდება ერთი და იგივე დეზინფორმაცია სხვადასხვა აუდიტორიაზე მორგებული სახით. წამალი ყველა დაავადების სამკურნალოდდეზინფორმაცია ძალიან საშიშია, როდესაც ის კრიზისის დასაძლევად გაწეული ძალისხმევის მიმართ უნდობლობას თესავს. მსოფლიოს ყველა კუთხეში მეცნიერები 24 საათის განმავლობაში ტესტების, ვაქცინებისა და სამკურნალო საშუალებების შექმნაზე მუშაობენ. ვერცერთი სამედიცინო დაწესებულება თუ საჯარო უწყება ჯერ ვერ აცხადებს, რომ მან გამოსავალს მიაგნო. თუმცა, პასუხი პროკრემლისტურ სადეზინფორმაციო საშუალებებს უკვე აქვთ: მათი აზრით, თუთია ჯადოსნური სამკურნალო საშუალებაა, ასევე  ჰიდროქსიქლოროქინი, მეფლოქინი, ვიტამინი C და სოციალიზმი! ხშირად გვხვდება ისეთი ტყუილი, როგორიცაა მაგალითად ის, რომ რეალური დახმარება მხოლოდ რუსეთიდან (და ჩინეთიდან) მოდის. ეს სიმართლე არ არის მიუხედავად იმისა, თუ რა სიხშირით მეორდება. ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ, თუ რა დახმარებას უწევს ევროკავშირი მის წევრ სახელმწიფოებს და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს. როგორც წესი, მიმოხილვებში ცალკეულ „სახალისო“ შემთხვევებსაც განვიხილავთ ხოლმე. თუმცა, ხუმრობები ძველდება. სულაც არ არის „სახალისო“ ის, რომ ბელარუსის ოპოზიციას, ბელარუსი ხალხის განადგურების მიზნით COVID-19-ის შეგნებულად გავრცელებას აბრალებენ. ეს არც დღეს არის სახალისო და არც მაშინ იყო, როდესაც  ეს ბრალდება პირველად გაისმა. ძველი ხუმრობები ძველ დეზინფორმაციაზე სახალისო არ არის. დაიბანეთ ხელები, დაიცავით კარანტინის წესები, გაუფრთხილდით ერთმანეთს! 

factsheet

 წყარო :  https://euvsdisinfo.eu/repeating-a-lie-does-not-make-it-true/