კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან საქართველოს შესახებ წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით
თითოეული კრიტერიუმისთვის - პოლიტიკური, ეკონომიკური კრიტერიუმები და ევროპული სტანდარტები (თავები - chapters) - საქართველოს წინსვლის შეფასება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადის თაობაზე ევროკომისიის მოსაზრების მიღებისა (17.06.2022[1]) და ასევე ანალიტიკური ანგარიშის გამოქვეყნების (01.02.2023[2]) შემდგომ პერიოდს მოიცავს. წინსვლა კონკრეტული მიღებული გადაწყვეტილებების, მიღებული კანონმდებლობის, განხორციელებული ღონისძიებებისა და ამჟამად არსებული და მოქმედი სტრუქტურების მიხედვით შეფასდება.
საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და განვითარების პროგრამებზე მომუშავე პარტნიორების წვლილის გათვალისწინებით, მივესალმებით თქვენს მონაწილეობას წერილობითი მასალების მოწოდების მეშვეობით, რათა ეს მასალები ჩვენი ანალიზისა და სიღრმისეული შეფასებისთვის გამოვიყენოთ.
წერილობითი მასალები სათაურით: მასალები საქართველოს შესახებ 2023 წლის ანგარიშისთვის (თქვენი ორგანიზაციის სახელი) 2023 წლის 14 აპრილამდე გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: DELEGATION-GEORGIA-ANNUAL-REPORT@eeas.europa.eu.
გარდა ამისა, ევროკავშირის წარმომადგენლობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თებერვლის ბოლოს საჯარო კონსულტაციებს გამართავს. პროგრამა ასეთია:
|
ორშაბათი 09:30 – 12:30 ჰოლიდეი ინნ, მწვანე დარბაზი |
საჯარო კონსულტაცია I: დემოკრატია და ძირითადი უფლებები
|
|
სამშაბათი 09:30 – 12:30 ჰოლიდეი ინნ, დარბაზი „აჭარა“ |
საჯარო კონსულტაცია II: ევროკავშირის კანონთა კრებულის (acquis) თავები
(მოიცავს სოფლის მეურნეობას, თევზჭერას, სოფლის განვითარებას და სურსათის უვნებლობას; გარემოს დაცვას და კლიმატის ცვლილებს; ტრანსპორტს; ენერგეტიკას; სოციალურ პოლიტიკას და დასაქმებას; განათლებას და კულტურას; კვლევას და ინოვაციებს) |
|
სამშაბათი 14:30 – 17:30 ჰოლიდეი ინნ, დარბაზი „აჭარა“ |
საჯარო კონსულტაცია III: კანონის უზენაესობა
|
თუ გსურთ მონაწილეობის მიღება, გთხოვთ შეგვატყობინეთ და მიუთითეთ რომელ სესიაზე გსურთ დასწრება ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: DELEGATION-GEORGIA-ANNUAL-REPORT@eeas.europa.eu
ლოგისტიკური მიზეზების გამო, თითო ორგანიზაციის მონაწილეობა ერთი ადამიანით შემოიფარგლება. სამუშაო ენა იქნება ინგლისური, სინქრონული თარგმანით ქართულ ენაზე.
ცალკე კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციებთან და განვითარების პროგრამებზე მომუშავე პარტნიორებთან მარტში გაიმართება, რის შესახებაც დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.
[1] https://neighbourhood-enlargement.ec.europa.eu/opinion-georgias-application-membership-european-union_en
https://europa.eu/!wrfMRT (ევროკომისიის მოსაზრება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადების თაობაზე ქართულ ენაზე)
[2] https://neighbourhood-enlargement.ec.europa.eu/commission-analytical-report-georgias-alignment-eu-acquis_en