მსოფლიო საზღვაო დღე: საქართველოს საზღვაო სფერო ევროპის სტანდარტებს უახლოვდება

24.09.2020

 მსოფლიო საზღვაო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განცხადება გაავრცელა:

 „გილოცავ მსოფლიო საზღვაო დღეს, საქართველო!

ისტორიულად, წყალი ადამიანებსა და კონტინენტებს შორის გამყოფიც იყო და გამაერთიანებელიც. ევროკავშირი და საქართველო ერთად ცდილობენ, რომ შავი ზღვა თანდათან იქცეს იმ ხიდად, რომელიც ჩვენს გაერთიანებასა და დაახლოებას შეუწყობს ხელს. ევროკავშირსა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობა ის წარმატებაა, რომელზეც ჯერ კიდევ ბევრია მოსაყოლი. ჩვენ ერთად უზრუნველვყავით სფეროს განვითარება და მოდერნიზება, გავზარდეთ გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტები იმისთვის, რომ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს ამ სფეროში მუშაობით და ხელი შეუწყოს მის მდგრად განვითარებას, რაც ასე მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის. ასევე, იმისთვის, რომ განხორციელდეს  საქართველოს გეგმა, რომელიც რეგიონში მის სატრანსპორტო და დამაკავშირებელ კვანძად ქცევას ითვალისწინებს. დღეს საქართველოს უკვე 12,000-ზე მეტი მეზღვაური ჰყავს და მათი ყოველწლიური შენატანი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით ხუთასი მილიონი ლარია. გასულ წელს, 40% -ით გაიზარდა საკონტეინერო ტვირთბრუნვა საქართველოს პორტებში, რაც შემდგომი ზრდის პოტენციალის მაჩვენებელია. ჩვენ ერთად შევძელით ის, რომ ევროკავშირის 22 დირექტივიდან და რეგულაციიდან საქართველოს უკვე დანერგილი აქვს 16.  ამჟამად ერთად ვმუშაობთ საქართველოს პირველ საზღვაო სტრატეგიაზე; ამ ერთობლივმა შრომამ უკვე მისცა საქართველოს მეზღვაურებს საშუალება, რომ მათი განათლება და სერტიფიკატები აღიარებულიყო ევროპის 20 სახელმწიფოს მიერ, რაც საქართველოს მეზღვაურებს ევროპულ გემებზე არა მხოლოდ მუშაობის, არამედ კაპიტნობის შესაძლებლობასაც კი აძლევს. ნება მომეცით დავასრულო ეს განცხადება გულწრფელი მადლობით საქართველოს ყველა  მეზღვაურისა და საზღვაო სფეროში მომუშავე ადამიანის მიმართ, რომლებიც COVID- ის ამ რთულ დღეებში 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ, რათა საქართველოს პორტებში საქონელი და მარაგები უწყვეტად შემოსულიყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა“.

Remote video URL

  საინფორმაციო კამპანია საზღვაო სექტორში ევროკავშირი-საქართველოს მიღწევების წარმოსაჩენად, ევროკავშირი იწყებს საინფორმაციო კამპანიას - "საზღვაო საქართველო".

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარებას სხვადასხვა პროექტებისა და პროგრამების საშუალებით, რომლებიც ეხება მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის სანავიგაციო უსაფრთხოების გაძლიერებას, საზღვაო გარემოს დაცვას, და ასევე, განათლებისა და სწავლების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას საერთაშორისო აღიარებისთვის. ყველა ეს რეფორმა მიზნად ისახავს დასაქმების ხელშეწყობას, გარემოს დაცვასა და საქართველოს მხარდაჭერას მდგრადი საზღვაო სატრანსპორტო სისტემის დანერგვაში, რომელიც დაეხმარება ქვეყანას ჩამოყალიბდეს რეგიონის წამყვან სატრანსპორტო კვანძად.

საინფორმაციო ბიულეტენი

 

ჩვენი ისტორიები

Remote video URL

ზღვა საქართველოს მომავალია: განათლება და სამუშაო ადგილების შექმნა       

 

Remote video URL

სუფთა ზღვა უკეთესი გარემოსთვის: გაზრდილი კომპეტენციები საზღვაო გარემოს გაუმჯობესებისთვის

 

Remote video URL

საქართველოს საზღვაო სექტორი ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება: ინსტიტუციური და საკანონმდებლო ჩარჩო

 

დამატებითი ინფორმაცია საინფორმაციო კამპანიის შესახებhttps://eu4georgia.ge/maritime/