სანქციების საკითხებში ვროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ო’სალივანის პრესასთან გამართული შეხვედრის ჩანაწერი
Საღამო მშვიდობისა. ყველას დიდი მადლობა აქ მობრძანებისთვის. მოხარული ვარ, რომ თბილისში ვიმყოფები ჩემს კოლეგებთან ერთად აშშ-სა და დიდი ბრიტანეთიდან და აქ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შევხვდით. ვფიქრობ, სასარგებლოა თქვენთვის უკვე ცნობილი ზოგადი კონტექსტის მიმოხილვა.
რუსეთის მიერ უკრაინაზე უკანონო ფართოამასშტაბური და არაპროვოცირებული თავდასხმის დაწყების შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებამ უპრეცენდტო დონის სანქციები დააწესა. ამ სანქციების მიზანია, ხელი შეუშალოს რუსეთის შესაძლებლობას, აწარმოოს ეს ომი, წაერთვას რუსეთის მთავრობას ამ ომის წარმოებისთვის საჭირო შემოსავალი და რუსეთს ამ სასტიკი და არაპროვოცირებული ომისთვის დიდი ეკონომიკური საფასური დაეკისროს.
ამჟამად ჩვენ ვსწავლობთ სანქციების შესაძლო გვერდის ავლის საკითხს, კონკრეტულად კი, ჩვენ ფოკუსირებული ვართ ბრძოლის ველზე გამოყენებულ 38 პროდუქტზე, რომელიც აღმოჩენილია ბრძოლის ველზე უკრაინელების მიერ და რომლებიც რუსულ იარაღს აძლიერებს და უფრო მომაკვდინებელს ხდის. განსაკუთრებით ვართ შეშფოთებული, თუ ამ პროდუქტებზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლა ხდება. ამის გამო ჩვენ ბოლო რამდენიმე თვეში რამდენიმე ქვეყანაში ვიყავით, ზოგჯერ ერთად, ზოგჯერ ცალ-ცალკე და ბოლო ორი დღის განმავლობაში საქართველოში ვიმყოფებით.
უნდა ვთქვა, რომ საქართველოს ამ სანქციებს არ ასრულებს. შესაძლოა, ჩვენ ამით იმედგაცრუებული ვიყოთ, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ. ვისურვებდით მაღალი დონის თავსებადობას საგარეო პოლიტიკაშიც, თუმცა ასევე გვესმის ძალიან სპეციფიკური სიტუაცია, რომელშიც იმყოფება საქართველო ეკონომიკურად, გეოგრაფიულად და რუსეთთან მრავალმხრივი მჭიდრო კონტაქტების კუთხით. გვესმის, რომ ისინი არ აპირებენ ჩვენი სანქციების განხორციელებას. ბოლო ორ დღეში რაც ვნახეთ, დავრწმუნდით, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლის პლატფორმად. ისინი იღებენ მნიშვნელოვან ზომებს საქართველოდან ექსპორტის კონტროლთან დაკავშირებით, იმ სენსიტიურ 38 პროდუქტთან მიმართებაში. იგივეა ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით, სადაც ისინი ძალიან ფხიზლად არიან.
ჩვენ, გულწრფელად, შთაბეჭდილების ქვეშ ვართ მიღებულ ზომებთან დაკავსირებით. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ აქ ჩამოვედით პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის. კერძოდ, ჩვენ – ევროკავშირსა და საქართველოს, რომელიც, იმედია, ერთ დღეს გახდება ევროკავშირის წევრი, მნიშვნელოვანი ორმხრივი დღის წესრიგი გვაქვს. ჩვენ თავიდან უნდა ავირიდოთ, რომ სანქციების საკითხი, რომლითაც გარკვეული დრო ვიქნებით მოცული, არ გახდეს დაბრკოლება ჩვენი ორმხრივი მჭიდრო ურთიერთობებისთვის.
მოხარული ვარ, რომ ბოლო ორ დღეში რაც ვიხილეთ, ამის საფუძველს არ იძლევა და ამის შეცვლის მიზეზს ვერ ვხედავ. ეს ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი იყო, ძალიან პროდუქტიული და ქვეყანას პოზიტიური შთაბეჭდილებით ვტოვებთ იმასტან დაკავშირებით, თუ როგორ ზრუნავს საქართველოს ხელისუფლება, რომ ეს ქვეყანა არ გამოიყენებოდეს როგორც პლატფორმა ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლისთვის.
დიდი მადლობა.
კითხვა - პასუხი (ინგლისურ ენაზე) შეგიძლიათ იხილოთ აქ.