საქართველომ და ევროკავშირმა „უკეთესი უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ პროგრამის ფარგლებში ოთხწლიანი თანამშრომლობა შეაჯამეს

15.11.2018

ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა შეაჯამებენ 4 წლიან თანამშრომლობას, რომლის ძირითადი მიზანი გახლდათ საქართველოში დასაქმებისა და განათლების თანამედროვე სისტემების განვითარება. საქართველოს 30,000-ზე მეტი მოქალაქე დასაქმდა ახალი უნარების განვითარების შედეგად და ათასობით ადამიანისთვის გახდა ხელმისაწვდომი გაუმჯობესებული პროფესიული განათლება.

ხუთშაბათს, 15 ნოემბერს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციამ და საქართველოს მთავრობამ წარმოადგინეს დასაქმებისა და განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში ოთხ წლიანი თანამშრიმლობის შედეგად მიღებული შედეგები.

ღონისძიების გახსნისას, მისასალმებელ გამოსვლაში, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, აღნიშნა: „საქართველოში, ისევე, როგორც მთელს ევროპაში, დასაქმება  ხალხის მთავარი საზრუნავია. პროფესიული განათლება წარმოადგენს იმ მოკლე გზას, რომელიც ეხმარება დასაქმების მაძიებლებს, იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმების ბაზარზე არსებული მოთხოვნები და დასაქმების მაძიებელთა უნარები თანხვედრაშია. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში დასაქმება და პროფესიული განათლება საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის პრიორიტეტს  წარმოადგენდა და ახლა ჩვენ ვხედავთ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგს. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას დასაქმების უნარების განვითარების რეფორმის მიმართულებით ახალი მასშტაბური პროგრამით, რომელსაც ხელი მოეწერება მომდევნო კვირას ბრიუსელში."

ოფიციალური გამომსვლელები იყვნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე. შემდეგ აუდიტორიას სიტყვით მიმართა ინდუსტრიულმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ და ქართული ბიზნესის წარმომადგენელმა ვალერი ჩეხერიამ. ამასთან ერთდ, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტ EUVEGE-ისა და შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლებმა განიხილეს უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში დასაქმებისა და პროფესიული განათლების მიმართულებით საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მთავარი მიღწევები.

განათლება დასაქმებისთვის

უმუშევრობის დაძლევის მიმართულებით ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს    შეუსაბამობა არსებული უნარებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის. ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ შეძლო პროფესიული განათლებისა და ტრენინგების სისტემის მოდერნიზება, კერძოდ:

  • უფრო ეფექტური შრომის ბაზრის სისტემის ჩამოყალიბება შრომის ბაზრის ინფორმაციული სისტემის დანერგვისა და დასაქმების სერვისების გაუმჯობესებით.
  • დასაქმების ხელშეწყობის მომსახურება დაინერგა და გაუმჯობესდა საქართველოს ყველა, 69-ვე მუნიციპალიტეტში;
  • პორტალი worknet.gov.ge-ის შექმნის შედეგად, დასაქმდა 30,000 სამსახურის მაძიებელი;
  • პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესება: 
  • 100-ზე მეტი პროფესიული სტანდარტი განახლდა და დაინერგა;
  • შეიქმნა ახალი მოდულარული კურიკულუმები;
  • გადამზადდა 762 მასწავლებელი;
  • ყველა საჯარო კოლეჯში დაინერგა სწავლება  მეწარმეობის შესახებ.
  • გაუმჯობესდა პროფესიული განათლების მიღების შემდეგ დასაქმება საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის მეშვეობითა და პროფესიული ორიენტაციის დანერგვით 35 საჯარო კოლეჯში. 

ამასთან ერთად, ევროკავშირმა ითანამშრომლა სამოქალაქო საზოგადოების ოთხ ორგანიზაციასთან, რათა დანერგილიყო ინოვაციური გადაწყვეტილები დასაქმების გამოწვევების დაძლევის მიზნით და საპილოტე რეჟიმში განხორციელდა პროგრამა შშმ პირთათვის, რთულ და მიუვალ ადგილას მცხოვრებ პირთათვის, ასევე სასოფლო და საოჯახო ბიზნესის წამოწყების მსურველთათვის. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავდა იმის დემონსტრირებას, რომ შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფით, ყველა დასაქმებისუნარიანია. გარდა დასაქმების მხარდაჭერის ახალი მოდელების წარდგენისა, ხსენებული პროექტის მეშვეობით დასაქმდა 100 სამსახურის მაძიებელი, მხარდაჭერა გაეწია 240 მცირე ბიზნესს და გადამზადდა 3000 პირი.

მომავალი მხარდაჭერა

მომდევნო წლებში ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას საქართველოს მთავრობასთან ერთან, საქართველოს მოსახლეობისთვის პერსპექტივის შექმნისა და დასაქმების გაზრდის მიზნით. ყურადღება გამახვილდება განათლებასა და შრომით ბაზარს შორის ურთირთკავშირის გაძლიერებაზე, რათა გაუმჯობესებული უნარჩვევების მქონე პირები დასაქმდნენ  შესაბამისი პროფესიით.        

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

  • თამარ საყვარელიძე, Skills4Jobs კომუნიკაციის ექსპერტი
    ტელ: +995 577 42 48 42
    t.sakvarelidze@pmcg.ge
  • თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის ოფიცერი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია
    tamriko.mikadze@eeas.europa.eu