საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მისასალმებელი სიტყვა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწყობილ ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე

ტექსტი შეიძლება განსხვავდებოდეს გამომსვლელის მიერ წარმოთქმული სიტყვისგან

მოგესალმებით!

ქალბატონო პრეზიდენტო,

ძვირფასო ელჩებო,

ძვირფასო სტუმრებო,

დღეს, ტრადიციულად,  ევროპის დღის აღსანიშნავად შევიკრიბეთ.

საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. გილოცავთ ამ ისტორიულ მიღწევას!

ევროპის დღეს ჩვენ ვზეიმობთ 27 განსხვავებული ისტორიისა და კულტურის მქონე სახელმწიფოს წარმატებას, რომელიც საერთო ფასეულობებზე დგას.

ჩვენ გვსურს რომ საქართველო, თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ამ ერთობის ნაწილი გახდეს. სწორედ ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებაც.

მთავარია პოლიტიკურ ლიდერებს ისევე კარგად ესმოდეთ საკუთარი ხალხის ხმა, როგორც ეს ხმა ევროკავშირში ისმოდა, შარშან.

სანუკვარი მიზანი, რომელისკენაც თაობები, წლებია, შეუპოვრად მიისწრაფვიან, არასოდეს ყოფილა ასე ახლო. სხვადასხვა დროს, მათი სიმამაცისა და თავდადების მაგალითები მრავალმა კადრმა შემოინახა. როგორ შეიძლება, მათი შემხედვარე, იგივე მიზანს არ ემსახურო.

ზღვა, შესაძლოა, ხანდახან, ღელავს, მაგრამ, „საქართველო, შენი გემი, ევროპისკენ დაძრულია[1]“. შეინარჩუნეთ კურსი ევრო-კავშირისკენ. ჩვენ ამ გზაზე თქვენ გვერდით ვართ.

გილოცავთ ევროპის დღეს! წინ, საქართველო, წინ!

 

[1] ციტატა ბესიკ ხარანაულის უსათაურო ლექსიდან (გამოქვეყნდა 2023 წლის 8 ნოემბერს), რომელიც ეძღვნება საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

Remote video URL