საქართველოში პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის განვითარების მხარდასაჭერად ევროკავშირი 7 მილიონი ევროს ბიუჯეტის 9 ახალ პროექტს იწყებს

09.12.2020

ევროკავშირის „განათლება დასაქმებისთვის“ მიმდინარე პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტები მიზნად ისახავს დაეხმაროს ათასობით საქართველოს მოქალაქეს სამუშაო ადგილების მოძიებაში, მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების გაძლიერებით, უწყვეტი განათლების შესაძლებლობების გაუმჯობესებითა და მეწარმეობის ხელშეწყობით.

 ოთხშაბათი, 2020 წლის 9 დეკემბერი, თბილისი: ახალი საგრანტო პროექტები, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის “განათლება დასაქმებისთვის“ პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნა ონლაინ ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართა პროფესიული განათლების კვირეულის ეგიდით. გრანტები გაიცა კერძო და საჯარო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, განსაკუთრებით რეგიონებში დასაქმების შესაძლებლობების გასაზრდელად. ცხრა პროექტი, რომელზეც ევროკავშირმა ჯამში 7 მილიონი ევრო (დაახლ. 27 მილიონი ლარი) გამოყო, მიმართული იქნება იმის უზრუნველსაყოფად, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ადამიანთა მიერ პროფესიული განათლებისა და მეწარმეობაში ტრენინგის შედეგად მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები შეესატყვისებოდეს შრომის ბაზრის მოთხოვნას და უწყვეტი განათლება ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ქალებისა და სოციალურად დაუცველი პირებისთვის. „განათლება დასაქმებისთვის“ პროგრამის ძირითადი მიზნებია: 

  • უნარების შრომის ბაზრის საჭიროებებთან შესაბამისობაში მოყვანა  საქართველოს შერჩეულ რეგიონებში;
  • უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა შესაბამისი უნარ-ჩვევების მისაღებად, შერჩეულ რეგიონებში, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის;
  • სამეწარმეო სწავლებისა და სამეწარმეო ტრენინგის ხელმისაწვდომობა შერჩეულ რეგიონებში.

"მოხარული ვართ, რომ ევროკავშირის „განათლება დასაქმებისთვის“ ხუთწლიანი პროგრამის მეორე ფაზის ფარგლებში საქართველოში ახალ საგრანტო პროექტებს ვიწყებთ. COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ძალისხმევას, გააუმჯობესოს მისი მოქალაქეების პროფესიული უნარები, გააძლიეროს სამეწარმეო კომპეტენციები და განახორციელოს შრომისა და დასაქმების სტრატეგიების ამჟამინდელ საჭიროებებთან ადაპტირება. გვჯერა, რომ ამ ახალი პროექტებით თბილისსა და საქართველოს რეგიონებში შევძლებთ ქალების, კაცების, ახალგაზრდების და მოწყვლადი ადამიანების დასაქმების გაუმჯობესებას“, განაცხადა კატალინ გერმანმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ.

„ასეთ რთულ დროს, როდესაც კორონა ვირუსი ცდის საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის შესაძლებლობებს და ჩვენ ვცდილობთ, პროფესიული განათლების მართვისა და პრაქტიკების ინოვაციური მიდგომების დანერგვას, უდიდეს მხარდაჭერას გვიცხადებს ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი, ევროკავშირი. ევროპა წარმოადგენს პროფესიულ განათლებაში მაგალითებისა და საუკეთესო პრაქტიკის ინსპირაციის წყაროს და ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა შეუფასებელია, მაშინ, როდესაც ჩვენ ვცდილობთ ჩვენი სისტემის მოდერნიზებას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით,“ აღნიშნა თამარ ქიტიაშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ.

პროფესიული განათლების კვირეული, ოთხ-დღიანი ონლაინ კონფერენციის ფორმატში, ორგანიზებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ევროკავშირის Skills4Jobs ტექნიკური დახმარების პროექტის მხარდაჭერით. იგი მიზნად ისახავს განიხილოს პროფესიული განათლებაში ახალი გამოწევები და გადაჭრის გზები COVID-19-ის ფონზე. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, სიგრიდ ბრეტელი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსი, მისი აღმატებულება ჰუბერტ ქნირში, გერმანიის ელჩი საქართველოში და ეკატერინე მიქაბაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. „უნარები დასაქმებისთვის“ პროგრამის მე-2 ფაზა დაიწყო 2018 წელს. პროგრამის მიზანია ქალების, მამაკაცების, ახალგაზრდებისა და სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების გაუმჯობესება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. პროგრამა ხორციელდება დახმარების ღონისძიებების პაკეტის საშუალებით. მისი მთლიანი ბიუჯეტი 48,85 მლნ ევროს (დაახლ. 190 მლნ ლარი) შეადგენს და ითვალისწინებს:

  • 30 მლნ ევროს საქართველოს მთავრობის საბიუჯეტო დახმარებისათვის სექტორული რეფორმის გასახორციელებლად;
  • ორი ინსტიტუციური დაძმობილების (Twinning) პროექტს, რომლებიც გულისხმობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საჯარო უწყებების მიერ საქართველოში რეფორმების დანერგვაში დახმარებას;
  • 7 მილიონი ევროს ღირებულების  საგრანტო სქემის კომპონენტს;
  • ასევე ტექნიკური დახმარების პროექტს შესაბამისი სამინისტროების მხარდასაჭერად. ეს კომპონენტი ეხმარება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ახალგაზრდობის სააგენტოს, და სხვა სააგენტოებს სექტორული პოლიტიკის განახლებასა და რეფორმირებაში.

 დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

  • თათია ხუბულავას, ტექნიკური დახმარების პროექტის კომუნიკაციის ექსპერტი, tkhubulava@gmail.com

 დანართი: „უნარები დასაქმებისთვის“ პროგრამის მე-2 ფაზის საგრანტო პროექტები

  1. პროექტი: უნარები წარმატებისათვის

წამყვანი განმცხადებელი:        Save the Children

თანაგანმცხადებელი 1:               Konrad-Adenauer-Stiftung e.V.

თანაგანმცხადებელი 2:               სსიპ ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო

თანაგანმცხადებელი 3:               საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია

საკონტაქტო ინფორმაცია:           თამთა გოლუბიანი, Tamta.golubiani@savethechildren.org

აღწერილობა: პროექტის ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს არახელსაყრელ პირობებში მყოფი იმ ახალგაზრდების დასაქმებას, რომლებიც არ იღებენ განათლებას, არ არიან დასაქმებულნი ან არ გაუვლიათ ტრენინგი (NEETs), მხარი დაუჭიროს სახელმწიფო ძალისხმევას ახალგაზრდების დასაქმების მიმართულებით თბილისში, კახეთში, შიდა ქართლში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში.

 

  1. პროექტი: უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისათვის - საქართველოს რეგიონებში არსებულ შესაძლებლობებზე მორგება    

წამყვანი განმცხადებელი:         გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი

თანაგანმცხადებელი 1:               დემოკრატიის ინსტიტუტი (არასამთავრობო ორგანიზაცია)

თანაგანმცხადებელი 2:               არასამთავრობო ორგანიზაცია ათინათი

თანაგანმცხადებელი 3:               საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

საკონტაქტო ინფორმაცია:          თამარ ღლონტი, gyrc.info@gmail.com

აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს მოთხოვნაზე ორიენტირებული სწავლის, უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამების განხორციელებას პროექტის სამიზნე სოციალურად დაუცველი ჯგუფების, ადგილობრივი ბიზნესისა და ტრენინგების მომწოდებლებისთვის; დასაქმების შესაძლებლობების შექმნას ადგილობრივი ეკონომიკის სექტორში სამიზნე ჯგუფის წევრებისათვის არსებული ბიზნესის გაძლიერების გზით და ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობით და პროექტის ფარგლებში შექმნილი ბიზნეს კლასტერების გაძლიერების გზით უნარ-ჩვევებისა და საუკეთესო პრაქტიკის შემუშავებასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვას.

 

  1. პროექტი: ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მყოფი ახალგაზრდებისათვის   

წამყვანი განმცხადებელი:        თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თანაგანმცხადებელი 1:               საქართველოს ბიოტექნოლოგიის ასოციაცია             

თანაგანმცხადებელი 2:               სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის    ეროვნული ცენტრი

თანაგანმცხადებელი 3:              სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო ლაბორატორია                         

საკონტაქტო ინფორმაცია:           ნინო ინასარიძე, nino.inasaridze@tsu.ge

აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა პროფესიონალების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ლაბორატორიული უნარების განვითარების მხარდაჭერას ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესახებ ბაზარზე ორიენტირებული და მოთხოვნადი უწყვეტი სწავლების კურსების საშუალებით და ხელს შეუწყობს სექტორში ჩართული ძირითადი დაინტერესებული მხარეების ადამიანური შესაძლებლობების განვითარებას, ტრენერთა ტრენინგის პროგრამის განხორციელებას ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სფეროში არაფორმალური განათლების მდგრადობისა და უწყვეტობის უზრუნველსაყოფად.

 

  1. პროექტი: ადგილობრივი ქსელური ინვესტიციები ცოდნისა და უნარების გაზიარების მიზნით

წამყვანი განმცხადებელი:       საქართველოს გაეროს ასოციაცია

(არასამთავრობო ორგანიზაცია)

თანაგანმცხადებელი 1:             ღია საზოგადოების ფონდი საქართველოში

საკონტაქტო ინფორმაცია:        თეონა ლებანიძე, teona@una.ge 

აღწერა: პროექტის მიზნებია უნარ-ჩვევების შესატყვისობის, უნარ-ჩვევების განვითარებისა და დასაქმების მომსახურების მტკიცებულებებზე დაფუძნებული გაუმჯობესება, რასაც შედეგად მოჰყვება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით მოსარგებლეთა რაოდენობის ზრდა და დასაქმების ტენდენციების გაუმჯობესება ოთხ სამიზნე ადგილას.

 

  1. პროექტი: სწავლა, ვარჯიში, მიღწევები, მიღება, ქსელი დასაქმებისათვის

(LEARN for Employment!)

წამყვანი განმცხადებელი:        განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

თანაგანმცხადებელი 1:     არასამთავრობო ორგანიზაცია თელავის განათლების განვითარებისა და     დასაქმების ცენტრი

თანაგანმცხადებელი 2:             სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო

საკონტაქტო ინფორმაცია:        ლიკა კილაძე, lika_kiladze@edec.ge

აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს უწყვეტ კარიერულ ხელშეწყობასა და დასაქმების მომსახურების განვითარებას და საჯარო და კერძო პარტნიორობის გაძლიერების ხელშეწყობას შრომითი ბაზრის საჭიროებების შეფასების, მოთხოვნიდან გამომდინარე განათლების, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებისა და სტაჟირების გზით საზღვაო და ტურიზმის სექტორებში.

 

  1. პროექტი: უნარების განვითარება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები რეგიონული განვითარებისათვის

წამყვანი განმცხადებელი:        საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი (CSRDG)

თანაგანმცხადებელი 1:               საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია

თანაგანმცხადებელი 2:               ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი

საკონტაქტო ინფორმაცია:          ნინო გურგენიძე, ngurgenidze@csrdg.ge

    ეკა დათუაშვილი, edatuashvili@csrdg.ge 

აღწერა: აქტივობის ზოგად მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის განვითარება და შენარჩუნება გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისათვის.

 

  1. პროექტი: ადგილობრივი პარტნიორობების საშუალებით უწყვეტი განათლებისათვის უკეთესი შესაძლებლობების შექმნა

წამყვანი განმცხადებელი:        გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)

თანაგანმცხადებელი 1:               ახალგაზრდული ცენტრი მზიანი სახლი                                

საკონტაქტო ინფორმაცია:           გიორგი ნანობაშვილი, george.nanobashvili@undp.org

აღწერა: ზოგად მიზანს წარმოადგენს ქალთა და მამაკაცთა დასაქმების გაძლიერება დედაქალაქში და სოფლად მაღალი ხარისხის მომსახურებებთან წვდომის გაზრდის გზით; პროექტი მიზნად ისახავს: i) ინსტიტუციების გაძლიერებას, რათა მათ ხელი შეუწყონ მაღალხარისხიანი უწყვეტი სწავლების უზრუნველყოფას შერჩეულ რეგიონებში - გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, კახეთში, თბილისსა და აჭარაში; და ii) მიზნობრივ რეგიონებში ახალგაზრდებისა და შერჩეული მოწყვლადი ჯგუფებისათვის ოფიციალური და არაფორმალური სწავლების მოქნილი სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

 

  1. პროექტი: კოდირებისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის ახალგაზრდული კლუბების ქსელის განვითარება

წამყვანი განმცხადებელი:        ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თანაგანმცხადებელი 1:               საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA)

თანაგანმცხადებელი 2: ICT Cluster

თანაგანმცხადებელი 3:               ინოვაციური განათლების ფონდი (IEF)

საკონტაქტო ინფორმაცია:           ნანა დიხამინჯია, nana.dikhaminjia@iliauni.edu.ge

ქეთევან დარახველიძე, ketevan.darakhvelidze@iliauni.edu.ge

აღწერა: ზოგად მიზანს წარმოადგენს საქართველოში სხვადასხვა რეგიონებიდან ახალგაზრდებისთვის IT კარიერის, ტექნოლოგიური მეწარმეობის და დასაქმების შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. ინტერვენციის მიზანია შექმნას სასკოლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე დაფუძნებული კოდირებისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის კლუბები საქართველოს რვა მიზნობრივ რეგიონში განსაზღვრულ 100 ადგილას. ამ ინიციატივის შედეგად შეიქმნება ახალი სექტორული პარტნიორობა, შეიქმნება ონლაინ სივრცე კლუბების შესაბამის დაინტერესებულ მენტორებთან დასაკავშირებლად, ისევე როგორც IT და ტექნოლოგიური კომპანიები, სადაც 2000-მდე ახალგაზრდა, ძირითადად საშუალო სკოლისა და პროფესიული განათლების სტუდენტები და ასევე ახალგაზრდები, რომლებიც არ იღებენ განათლებას, არ არიან დასაქმებულნი ან არ გაუვლიათ ტრენინგი (NEETs) აითვისებენ პროგრამირებისა და ტექნოლოგიური წარმოების ძირითად უნარებს. ამ მიზნით შეიქმნება სპეციალური ვებ-პლატფორმა. პროექტის ერთ–ერთი შედეგი იქნება IT სფეროში კარიერის გაუმჯობესება, ტექნოლოგიური მეწარმეობა და რეგიონებში ახალგაზრდებისთვის დასაქმების გაუმჯობესებული შესაძლებლობების შექმნა.

 

  1. პროექტი: შრომის ბაზრის საჭიროებებზე მორგებული დასაქმება, მხარდაჭერა და კონსულტაცია  (ESCape)  

წამყვანი განმცხადებელი:        Friedrich-Ebert-Stiftung e.V. (FES)

თანაგანმცხადებელი 1:               განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

თანაგანმცხადებელი 2: დასაქმების მხარდაჭერის სახელმწიფო სააგენტო

თანაგანმცხადებელი 3:               დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება ახალგაზრდებში

საკონტაქტო ინფორმაცია:           მარიამ იობიძე,  mariam@fesgeo.ge

ფელიქს ჰეტი,  felix.hett@fesgeo.ge  

აღწერა: აქტივობის ძირითადი მიზანია თბილისში, აჭარაში, იმერეთში, კახეთში, ქვემო-ქართლში, სამეგრელოსა და შიდა-ქართლში შრომისუნარიანობისა და დასაქმების ხელშეწყობა. დასაქმების მხარდაჭერის სახელმწიფო სააგენტოს გაზრდილი ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და ”ძნელად დასაქმებადი” ადამიანების ინტენსიური სწავლების პერსპექტიული მოდელისა და ძირითად კომპეტენციებში ტრენინგის გზით, პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მომსახურების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს შემდეგ სფეროებში: 1) საჭირო უნარ-ჩვევების განსაზღვრა და შესაბამისობა და 2) უნარების განვითარება. საერთაშორისო პარტნიორობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების საშუალებას იძლევა.