ფაქტობრივი მონაცემები: აგროსასურსათო ვაჭრობა და ევროკავშირის სანქციები, რომლებიც დაწესებულ იქნა რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრის შემდეგ

უსეთის მხრიდან გავრცელებული დეზინფორმაციის საპირისპიროდ, უკრაინაში სოფლის მეურნეობის წარმოებისა და ვაჭრობის შეფერხება და სურსათზე გლობალური ფასების ზრდა გამოწვეულია არა ევროკავშირის სანქციებით - არამედ რუსეთის მთავრობის მიერ განხორციელებული ისეთი ქმედებებით, როგორიცაა:

  • უკრაინის პორტების ბლოკირება;
  • უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ობიექტების განზრახ განადგურება; და
  • სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სასუქების ექსპორტზე საკუთარი თავისთვის დაწესებული შეზღუდვები.

რუსეთმა უნდა დაასრულოს აღნიშნული ქმედებები, რაც დაუყოვნებლივ მოაგვარებს საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებულ მოსალოდნელ კრიზისს.

shop

ევროკავშირის სანქციები არ ზღუდავს ევროკავშირისა და მესამე ქვეყნების აგროსასურსათო პროდუქტებით ვაჭრობას

  1. ევროკავშირის სანქციები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი უკრაინიდან
  • უკრაინიდან შესაძლებელია ევროკავშირში სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეტანა - და მათი გადაცემა მესამე ქვეყნებისათვის!

ევროკავშირს არ აქვს დაწესებული არანაირი სანქცია უკრაინიდან იმპორტზე. გარკვეული პირობებით (თუ შემოწმებული და დამტკიცებული იქნება უკრაინის უწყებების მიერ), პროდუქციის იმპორტი დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების სახელმწიფოს მიერ არკონტროლირებადი ტერიტორიებიდანაც კი შეიძლება.

  • ევროკავშირიდან უკრაინაში შეუზღუდავადაა შესაძლებელი ფიტოსანიტარული პროდუქციის ექსპორტი, ჰერბიციდების, სასუქების და სასოფლო-სამეურნეო დანადგარების ჩათვლით!

რუსეთისა და ბელარუსის მიმართ ევროკავშირის სანქციების ფარგლებში გარკვეული კალიუმის შემცველი სასუქების იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ პროდუქტების ევროკავშირში იმპორტზე და არ ეხება მათ ევროკავშირიდან ან რუსეთიდან უკრაინაში ექსპორტს. ფიტოსანიტარული პროდუქტების, როგორც საბოლოო პროდუქციის იმპორტზე ლიმიტი, ან ევროკავშირის შეზღუდვა არ არსებობს.

  • უკრაინაში ვაჭრობაზე სახელმწიფო დაფინანსება ან ფინანსური დახმარება არ არის შეზღუდული!

ევროკავშირის ნებისმიერ კომპანიას შეუძლია ჩადოს ინვესტიცია და მხარი დაუჭიროს უკრაინაში სოფლის მეურნეობის წარმოებას, გარდა სახელმწიფოს მიერ არკონტროლირებადი დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიებისა, ყირიმის ან სევასტოპოლისა.

  • არ არსებობს უკრაინიდან ევროკავშირში სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტისა და მესამე ქვეყნებში გადაცემისთვის დამატებით/დამხმარე სერვისებზე ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები!

ევროკავშირიდან კომპანიებს შეუძლიათ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ტრანსპორტირება უკრაინიდან პირდაპირ ევროკავშირში და შემდგომ პარტნიორებთან საავტომობილო, საჰაერო და საზღვაო გზით, მათ შორის უკრაინული კომპანიების ან სხვა არასანქცირებული არარუსული კომპანიების მეშვეობით.

  1. ევროკავშირის სანქციები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი რუსეთიდან და ბელრუსიდან
  • ევროკავშირის სანქციები მოიცავს მხოლოდ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ორმხრივ ვაჭრობას - და არა საერთაშორისო ვაჭრობას!

ევროკავშირის სანქციებს არ გააჩნია ზეგავლენა/მოქმედება ტერიტორიის გარეთ. მესამე ქვეყნების პირებსა და ფირმებს შეუძლიათ აგროპროდუქტების იმპორტი რუსეთიდან, რომელიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება, თუ ამას გააკეთებენ მთლიანად ევროკავშირის ფარგლებს გარეთ.

ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსული ბანკების შეზღუდული რაოდენობა გამოეთიშა SWIFT ქსელიდან. საბანკო ურთიერთობები SWIFT-ის საშუალებით კვლავ შეიძლება გაგრძელდეს სხვა რუსული ბანკების მეშვეობით.

  • სოფლის მეურნეობის პროდუქტები რუსეთში არ წარმოადგენს ევროკავშირის სანქციების სამიზნე!

ევროკავშირის სანქციები არ უკრძალავს ევროკავშირის ბიზნესს რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენას, იმპორტს ან გადახდას, იმ პირობით, რომ ტრანსაქციაში არ არიან ჩართულნი სანქცირებული პირები. ევროკავშირმა გამიზნულად არ მოახდინა რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის პირდაპირი და ყოვლისმომცველი აკრძალვა.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ დაუშვან წვდომა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების ევროკავშირის პორტებზე წვდომა, ასევე რუსეთის საგზაო გადამზიდავების ევროკავშირში შესვლა სოფლის მეურნეობის პროდუქტების, მათ შორის სასუქებისა და ხორბლის, იმპორტის ან ტრანსპორტირების მიზნით, რომლებიც არ ექვემდებარება აკრძალვებს.

Wheat
  • როდესაც რუსეთიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების (მათ შორის ბელარუსის გავლით) შემოტანისთვის საჭიროა შეზღუდული სერვისები, ევროკავშირის სანქციები ითვალისწინებს კონკრეტულ გამონაკლისებს!

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ დაუშვან რუსეთის დროშის ქვეშ მყოფი გემების წვდომა ევროკავშირის პორტებსა და რუსეთის საგზაო სატრანსპორტო კომპანიებთან, რათა იმუშაონ ევროკავშირში, თუ ეს არის სასოფლო-სამეურნეო ან საკვები პროდუქტებით ვაჭრობისთვის, ხორბლისა და სასუქების ჩათვლით, თუ ეს უკანასკნელი სხვაგვარად არ არის აკრძალული. ასევე შესაძლებელია ევროკავშირის კომპანიების მიერ რუსეთის აგროსექტორში ვაჭრობის სახელმწიფო დაფინანსება ან ფინანსური დახმარება. 

  • რუსული და ბელარუსული ბანკების მხოლოდ გარკვეული რაოდენობა - და არა ყველა - შევიდა ნუსხაში და/ან მოხდა მათი SWIFT-დან გათიშვა

ევროკავშირის ბიზნესებს შეუძლიათ განახორციელონ და მიიღონ გადახდები სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობისთვის სხვა რუსული და ბელარუსული ბანკების მეშვეობით 

  • ევროკავშირის სანქციები ასევე ითვალისწინებს გამონაკლისებს ჰუმანიტარული მიზნებისთვის

მაგალითად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გახსნან საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისათვის, თუ ეს საჭიროა ჰუმანიტარული მიზნებისთვის.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ასევე აქვთ უფლება, დაუშვან რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემებევროკავშირის პორტებში, ასევე შეუშვან ევროკავშირში რუსეთის საგზაო გადამზიდავებ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის ან ტრანსპორტირების მიზნით, სასუქებისა და ხორბლის ჩათვლით, რომლებიც არ ექვემდებარება შეზღუდვებს.

  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და საკვები, მათ შორის ჰერბიციდები, სასუქები და სასოფლო-სამეურნეო დანადგარები, შეიძლება გატანილი იქნეს ევროკავშირიდან რუსეთში ექსპორტზე იმ პირობით, რომ აღნიშნულ ტრანსაქციაში არ არიან ჩართულნი ჩამოთვლილი პირები!   

გარკვეულ სასუქებზე დაწესებული აკრძალვები და შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ ევროკავშირში იმპორტირებულ პროდუქტებზე და არ ეხება მათ ექსპორტს რუსეთში ან ბელარუსში.

  • ევროკავშირის მიერ რუსულ ან ბელრუსულ კომპანიების აქტივების გაყინვა მინიმალურ გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობის სექტორზე!

ევროკავშირის სანქციები ეკისრება მათ, ვინც პასუხისმგებელია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკ აგრესიაზე. სოფლის მეურნეობის სექტორში პასუხისმგებელი პირების უმრავლესობის აღნიშნულ სანქციებში მოხვედრა ნაკლებ სავარაუდოა. რუსეთის სასუქების სექტორში აქტიური, ან ამ სექტორის მაკონტროლებელი კომპანიების ზოგიერთი პირის ჩამონათვალში მოხვედრა არ უშლის ხელს მათ, თავიანთი პროდუქცია გამოიყენონ რუსეთში. ევროკავშირის სანქციები ასევე არ ავალდებულებს მესამე ქვეყნების ოპერატორებს, რომლებიც არჩევენ რუსეთთან კომერციული კავშირების შენარჩუნებას.