შესაძლებლობა: აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი დელეგატების შესარჩევად განაცხადების მიღებას იწყებს

18.01.2022

ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი აცხადებს კონკურსს დელეგატების შესარჩევად. განაცხადის შეტანა შეუძლიათ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში  და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მოქმედ ორგანიზაციებს. თავიანთი მანდატის ფარგლებში, არჩეული დელეგატები მონაწილეობას მიიღებენ ყოველწლიურ სამუშაო შეხვედრებში და ორ ყოველწლიურ ასამბლეაში, დაგეგმავენ ერთბლივ ადვოკატირებას, გააფართოვებენ არსებულ ქსელს და  განახორციელებენ სხვა მნიშვნელოვან აქტივობებს.

კონკურსი ცხადდება 2022-2024 წლის ციკლისთვის. განაცხადის შეტანა შესაძლებელია მოცემულ ბმულზე განთავსებული ფორმის საშუალებით. განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2022 წლის  21 იანვარი, 23:59 (ბრიუსელის დროით).

2022-2024 წლების  დელეგატების შერჩევა განხორციელდება ეროვნული პლატფორმების, სამუშაო ჯგუფების კოორდინატორებისა და ევროკავშირის დელეგაციების მიერ ხმის მიცემის გზით, შესარჩევი კრიტერიუმებისა და თემატური კვოტების გათვალისწინებით. შესარჩევ კრიტერიუმებსა და შერჩევის პროცესს შეგიძლიათ გაეცნოთ ინფოგრაფიკის საშუალებით ვებ გვერდზე: https://eap-csf.eu/membership/delegates/.