ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ევროკავშირი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ყველა ადამიანს მადლობას უხდის

07.04.2020

 

7 აპრილი - ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. ამ თარიღს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს ინიციატივით „გამონახე წუთი, უთხარი #მადლობა!“ იმისთვის, რომ ხაზი გაუსვას სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანების გადამწყვეტ როლს COVID-19– ის წინააღმდეგ.

“ჯანმრთელობის მსოფლიო დღე შესაძლებლობას გვაძლევს კიდევ ერთხელ  დიდი მადლიერება და პატივისცემა გამოვხატოთ სამედიცინო სფეროს ყველა იმ მუშაკის მიმართ, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზეა და დაუღალავად  შრომობს კლინიკებში, საავადმყოფოებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლაბორატორიებში. დიდი მადლობა დაუღალავი შრომისა და მონდომებისთვის, რომლითაც ცდილობთ, გადაგვატანინოთ ეს ურთულესი კრიზისი,"- ამბობს კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში. 

დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook –ის ოფიციალური გვერდი: https://www.facebook.com/europeanunioningeorgia/

დამატებითი ინფორმაცია: 
ჯანმრთელობის მსოფლიო დღის მიზანია ცნობიერების ამაღლება ჯანდაცვის, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრიორიტეტულ  მიმართულების, შესახებ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პირველი საერთაშორისო ასამბლეა1948 წელს გამართა. 1950 წელს კი, ასამბლეის გადაწყვეტილებით, 7 აპრილი ჯანმრთელობის  მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით:

თამარ მიქაძე
პრესის და ინფორმაციის სამსახური, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu