„რა? სად? როდის?“: ევროკავშირი მოსწავლეებისთვის თამაშების ერთწლიან მარათონს იწყებს

„ევროკავშირი აქტუალურია ყველა ასაკის ადამიანისათვის. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ყველა ადამიანის საფიქრალს წარმოადგენს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია ჰქონდეთ. ვიმედოვნებთ, რომ, „რა? სად? როდის?“ ევროპული ტურით, ჩვენ შევძლებთ მომდევნო თორმეტი თვის განმავლობაში ახალგაზრდებს ცოდნა მხიარული და სახალისო გზით გავუზიაროთ“, აღნიშნა აგატა ნიებოიმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების ჯგუფის ხელმძღვანელმა.
წლის განმავლობაში თამაშები საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში და თბილისის თერთმეტ რაიონში, აგრეთვე, არასრულწლოვანთა კოლონიაში ჩატარდება. თამაშში მონაწილეობის მიღება და ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება VIII-XII კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.
„რა? სად? როდის?“ თამაშების სერიას ავტორი და საქართველოს კლუბის წამყვანი გიორგი მოსიძე გაუძღვება. თამაშების წამყვანები კლუბის სხვა წევრებიც იქნებიან.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
Tamriko.MIKADZE@eeas.europa.eu თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის სამსახურის თანამშრომელი
in@ntu.eu ინგა ნიკაგოსიანი, ჯგუფის ხელმძღვანელი, EU4Georgia