EBRD და ევროკავშირი თიბისი ბანკთან ერთად აგრძელებენ ქართული კომპანიების მხარდაჭერას

- EBRD 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხს გამოყოფს თიბისი ბანკისათვის ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ქვესესხების გასაცემად
- ევროკავშირი ხელს უწყობს პროცესს ქართული კომპანიების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით
- EBRD ზრდის თიბისი ბანკის სავაჭრო დაფინანსების ლიმიტს 5 მილიონი აშშ დოლარით
მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები (MSME) საქართველოში დაფინანსებაზე გაზრდილი ხელმისაწვდომობით ისარგებლებენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ევროკავშირის (EU) ხელშეწყობით.
EBRD 20 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) სესხს გამოუყოფს წამყვან ქართულ ბანკ თიბისის, ადგილობრივი კომპანიებისათვის ქვესესხების გაცემის მიზნით. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და EBRD-ის პრეზიდენტმა ოდილ რენო-ბასომ ქვეყანაში ორდღიანი ვიზიტისას.
დაფინანსება დაეხმარება ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესებს ინვესტიციები ჩადონ აღჭურვილობაში, მათ შორის მწვანე ტექნოლოგიებში, რათა გაამჯობესონ პროდუქციის ხარისხი ევროკავშირის სტანდარტებთან მიმართებაში, და გაზარდონ კონკურენტუნარიანობა. სესხის დაახლოებით 75 პროცენტი დააფინანსებს მწვანე ინვესტიციებს EBRD-ის მწვანე ეკონომიკის გარდამავალი მიდგომის (GET) შესაბამისად.
მსესხებლები მიიღებენ 15 პროცენტამდე საგრანტო სტიმულს და ისარგებლებენ საერთაშორისო ცოდნითა და გამოცდილებით, რასაც აფინანსებს ევროკავშირი EU4Business ინიციატივის ფარგლებში.
დაფინანსება გამოიყოფა EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის, მრავალმხრივი, ინოვაციური პროგრამის ფარგლებში, რომელიც ეხმარება ადგილობრივ კომპანიებს გააუმჯობესონ სტანდარტები და პროდუქციის ხარისხი, რათა გაზარდონ კონკურენტუნარიანობა სახლში და საზღვარგარეთ. თიბისი ბანკი იყო ერთ-ერთი პირველი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც ჩაერთო პროგრამაში და 2017 წლიდან 90-ზე მეტ კომპანიისათვის გამოყო სესხი.
გარდა ამისა, EBRD აძლიერებს ქართველი ექსპორტიორებისა და იმპორტიორების მხარდაჭერას თიბისი ბანკისთვის ვაჭრობის დაფინანსების ლიმიტის გაზრდით 5 მილიონი აშშ დოლარით 58 მილიონ აშშ დოლარამდე ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის (TFP) ფარგლებში. გასულ წელს თიბისი ბანკმა EBRD-ის ჯილდო მიიღო, როგორც ქვეყანაში ყველაზე აქტიურმა ბანკმა ვაჭრობის დაფინანსების კუთხით. TFP უზრუნველყოფს ვაჭრობის დაფინანსების გარანტიებს და მოკლევადიან ფულად ავანსებს ადგილობრივი კომპანიების იმპორტისა და ექსპორტის საქმიანობის ხელშესაწყობად.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი თიბისი ბანკი არის წამყვანი უნივერსალური ფინანსური ჯგუფი საქართველოში, რომელიც გთავაზობს ტრადიციული ფინანსური სერვისების ფართო სპექტრს და ინოვაციურ ციფრულ გადაწყვეტილებებს. ის ფართოდაა წარმოდგენილი ბიზნესის ყველა ძირითად სეგმენტში - საცალო საბანკო საქმე, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები (MSMEs) და კორპორატიული საბანკო საქმე.
2009 წლიდან ევროკავშირი მხარს უჭერს კომპანიებს საქართველოში EU4Business პროგრამის მეშვეობით. თითქმის 50 სხვადასხვა პროექტით, რომელთა საერთო ბიუჯეტი 320 მილიონ ევროზე მეტია, ევროკავშირი ამაყობს, რომ ის არის კერძო სექტორის განვითარების ყველაზე დიდი უცხოური მხარდამჭერია საქართველოში. განხორციელებულ სამუშაოს შედეგად, მხოლოდ 2021 წელს, საქართველოში, 34000-ზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა მიიღო მხარდაჭერა, რის შედეგადაც დაახლოებით 15000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და დაახლოებით 120 მილიონი ევრო დამატებითი შემოსავალი გამომუშავდა.
EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მუშაობის დაწყების დღიდან, ბანკმა 5 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 270 პროექტში - ფინანსურ, კორპორატიულ და ენერგო სექტორებში, ინვესტიციების 81 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის.