THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

აჭარაში დაინერგება სოფლის განვითარების ევროპული მოდელი

16.12.2016
Teaser

13 დეკემბერს, ბათუმში გაიმართა სამუშაო შეხვედრა აჭარის სოფლის განვითარების საკითხებზე. შეხვედრის ორგანიზატორები არიან ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

Text

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით.  

განხილვაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს პირველმა პირებმა, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლება, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა და მოწვეულმა ექსპერტებმა სოფლის განვითარების სფეროში.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სოფლის განვითარების მექანიზმებსა და მოდელებზე და აჭარის სოფლის განვითარების სტრატეგიის წარმატებული განხორციელების გზებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირის ქვეყნებში აღიარებულ მოდელებს, მაგალითად მიდგომას LEADER, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას სოფლის განვითარებაში ადგილობრივი განვითარების ჯგუფების, ე.წ. LAG-ების მეშვეობით. 

აჭარა საქართველოს პირველი რეგიონია, რომელმაც შეიმუშავა სოფლის განვითარების საკუთარი სტრატეგია და უკვე დაიწყო მისი განხორციელება. ეს წარმატებული გამოცდილება შეიძლება ჩაითვალოს საცდელ მოდელად ეროვნული პოლიტიკის შემოღებისათვის.

აჭარის სოფლის განვითარების სტრატეგიის ფორმულირება და დამტკიცება განხორციელდა 2015 წელს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.

ევროკავშირი ხელს უწყობას სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა ENPARD ხორციელდება 2013 წლიდან  და მისი მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. 2013-2019 წლებისთვის ENPARD-ის ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს (დაახლოებით 265 მილიონი ლარი)  შეადგენს. 

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • თამარ ხუნწარია, ENPARD-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, +995 595 989916, tamar.k@actionprgroup.com
კატეგორია
Press releases
Location

ბათუმი

Editorial sections
Georgia