#GirlsCan: #გოგონებსშეუძლიათ აღვნიშნავთ ევროპულ კვირეულს სახელწოდებით ,,ვიღვაწოთ გოგონებისთვის“

მიმდინარე კვირას ევროკავშირის ქვეყნები აღნიშნავენ კვირეულს სახელწოდებით ,,ვიღვაწოთ გოგონებისთვის.“
დღევანდელ საზოგადოებაში ჯერ კიდევ მოქმედებს დაუწერელი კანონები, რომლებიც ზღუდავენ გოგონების პირად და პროფესიულ არჩევანს. ევროკავშირს სჯერა, რომ საჭიროა გოგონათა დაცვის სისტემების შექმნა; მათთვის უფრო ხელმისაწვდომი უნდა იქნეს ჯანდაცვა, საშუალებები და ინფორმაცია იმისთვის, რომ დავიცვათ ისინი ძალადობისგან და შეძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება თავიანთ ცხოვრებასთან დაკავშირებით. ყველა გოგონა დაცული უნდა იყოს ძალადობის, უთანასწორობის და გენდერული დისკრიმინაციისგან.
საქართველოში მოქმედი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები სწორედ ამგვარ პოზიციას გამოხატავენ. პროექტების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები მოიცავს საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელ გოგონათა პროფესიულ ტრენინგს და მათი სამეწარმეო უნარების განვითარებას, ასევე, მათი ადრეული ქორწინების თავიდან აცილების ღონისძიებებს.
ევროკავშირში მტკიცედ სჯერათ, რომ გოგონები, რომლებსაც თავიანთი თავის რწმენა და თანაბარი შესაძლებლობები აქვთ, ცხოვრების ყველა სფეროში პოზიტიური ცვლილებების განხორციელება შეუძლიათ როგორც საკუთარი თავისთვის, ისე თავიანთი ოჯახებისთვის, საზოგადოებისა და მთელი ქვეყნისთვის.
წინაპირობები
ევროკავშირის კვირეული ,,ვიღვაწოთ გოგონებისთვის“ ყოველწლიური ერთკვირიანი ღონისძიებაა, რომლის მიზანი ევროკავშირის გოგონათა გაძლიერება და მათი უფლებების დაცვა და განმტკიცებაა შესაბამისი პოლიტიკის შემუშავების, დაფინანსებისა და პროგრამების გზით. 2017 წელ ეს კვირეული , 9–დან 13 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ვებგვერდი: http://europeanweekofactionforgirls.org/
ჩვენი პროექტები ფეისბუკში: https://www.facebook.com/childrenrightsprotection/
საკონტაქტო პირი: დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: თამარ მიქაძე, პრესის და ინფორმაციის სამსახური, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu