THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

იურიდიული დახმარების სამსახური, საქართველოს პარლამენტი და ევროკავშირი საქართველოში იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ 150,000-ე კონსულტაციის წარმატებით გაწევას აღნიშნავენ

01.12.2017
Teaser

იურიდიული დახმარების სამსახურის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი დღევანდელი ღონისძიება ასახავს მისიას, უზრუნველყოს თითოეული ქართველისათვის თანაბარი წვდომა მართლმსაჯულების სისტემასთან.

Main Image
Text

ბატონმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტი თავჯდომარემ,  ბატონმა იანოშ ჰერმანმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, აგრეთვე ბატონმა მელიტონ ბენიძემ, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დღეს ქუთაისში გამართულ ცერემონიაზე იურიდიული დახმარების სამსახურის 10 წლის იუბილე აღნიშნეს და  ბატონ დავით ჯანჯღავას, უფასო დახმარების რიგით 150 000-ე მიმღებს ეს ფაქტი   მიულოცეს.  

იურიდიული დახმარების სამსახური ფინანსურად და ინსტიტუციურად დამოუკიდებელია საქართველოს მთავრობისაგან და უშუალოდ პარლამენტის წინაშე არის ანგარიშვალდებული.  ორგანიზაცია  საქართველოს მოწყვლად მოსახლეობას უფასო იურიდიულ მომსახურებას უწევს.

იურიდიული დახმარების სამსახურის წარმატება გარკვეულწილად იმ უწყვეტი მხარდაჭერის წყალობით იქნა მიღწეული, რაც ევროკავშირის მიერ იქნა უზრუნველყოფილი ბოლო ათი წლის განმავლობაში.

ბატონმა ჯანჯღავამ იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ოფისში მიიღო იურიდიული დახმარება, აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მისაღებად. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ბატონმა ჯანჯღავამ კმაყოფილება გამოთქვა იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეულ მომსმახურებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისი წარმატება შეუძლებელი იქნებოდა იურიდიული დახმარების სამსახურის მხარდაჭერის გარეშე. ”იურიდიული დახმარების სამსახურმა მე საკუთარ სახლში  ყოფნის შეგრძნება დამიბრუნა“- აღნიშნა მან. 

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ,  აღნიშნა, რომ “იურიდიული დახმარების სამსახური ემსახურება უმნიშვნელოვანეს საქმეს, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა. აქედან გამომდინარე, მას უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამართლის უზენაესობის განმტკიცებაში

სამსახურმა გასული 10 წლის განმავლობაში 150 000 ადამიანს გაუწია სამართლებრივი დახმარება, რაც უდაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია. სამსახურის შესაძლებლობების განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. პარლამენტი, რომელსაც ინსტიტუციურად ექვემდებარება იურიდიული დახმარების სამსახური, ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელი შეუწყოს სამსახურის გაძლიერებასმადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით კი ევროკავშირს სამსახურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.”

ბატონმა იანოშ ჰერმანმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, აღნიშნა, რომ ევროკავშირი დღიდან დაარსებისა მხარს უჭერდა იურიდიული დახმარების სამსახურს, მჭიდროდ თანამშრომლობდა რა როგორც მთავრობასთან, ისე პარლამენტთან და ხელს უწყობდა ორგანიზაციის საქმიანობის გაუმჯობესებასა და გაფართოებას.  „ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა ქართველისათვის, მათი სოციალურ-ეკონომიური სტატუსის მიუხედავად, ხელმისაწვდომი ყოფილიყო მაღალ-პროფესიონალური იურიდიული კონსულტაცია და სასამართლო წარმომადგენლობა. დავით ჯანჯღავას მაგალითი ყველა ჩევნთაგანისათვის იმის კონკრეტული დასტურია, რომ ევროკავშირის  დახმარება დადებით ზემოქმედებას ახდენს მრავალი ქართველის ცხოვრებაზე. შესაბამისად, ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ მუშაობას მომავალი წლების განმავლობაში ამ სფეროში“.

ბატონმა მელიტონ ბენიძემ, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა  ბოლო 10 წლის განმავლობაში იურიდიული დახმარების სამსახურის მიღწევებზე ისაუბრა. „იურიდიული დახმარების სამსახური დამოუკიდებელი, მაღალპროფესიონალური და კლიენტზე ორიენტირებული ორგანიზაცია გახლავთ, რომელიც საქართველოში მართლმსაჯულებაზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და ადამიანის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს. იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების ხელმისაწვდომობა იზრდება და დღეისათვის ჩვენ მომსახურების გაწევა ხდება 12 ოფისისა და 7 საკონსულტაციო ცენტრის მეშვეობით მთელს საქართველოში. ჩვენ აგრეთვე ვთავაზობთ კონსულტაციებს ელექტრონულ რეჟიმში ჩვენი ვებ გვერდისა და Facebook  გვერდის მეშვეობით, აგრეთვე ცხელი ხაზის დახმარებითაც“.  ბატონმა ბენიძემ მადლობა გამოხატა საქართველოს მთავრობის მიმართ იურიდიული დახმარების სამსახურის  საქმიანობის დაფინანსებისათვის და ევროკავშირის მიმართ იმ მხარდაჭერისათვის,  რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში იქნა გაწეული ორგანიზაციისათვის.

ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე აგრეთვე წარმოდგენილი იქნა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ფართომასშტაბიანი კამპანია, რომელიც 5 პირადი წარმატებული საქმის მაგალითზე აჩვენებს  იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ წარმოდგენილ ხელმისაწვდომ მომსახურებას. ასევე თბილისში მეტროსა და ავტობუსებზე განთავსებული იქნება ბილბორდები და ბანერები და აღინიშნება რეგიონული „იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტაციის დღე“ 4 დეკემბრიდან დაწყებული ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის აზერბაიჯანული და სომხური ეთნიკური უმცირესობათა ჯგუფებში მოეწყობა ეგრეთწოდებული, „მობილური კონსულტაციები”.   

ღონისძიების ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

ზოგადი ინფორმაცია

იურიდიული დახმარების სამსახურის  შესახებ

 2007  წლიდან იურიდიული დახმარების სამსახური  ეწევა უფასო იურიდიულ კონსულტაციებს, ამზადებს იურიდიულ დოკუმენტებს, ახორციელებს სასამართლო წარმომადგენლობას მაღალ პროფესიონალური ადვოკატების მეშვეობით. იურიდიული კონსულტაციები ყველასათვის ხელმისაწვდომია; იურიდიული დოკუმენტების მომზადების თხოვნით მიმართვა მხოლოდ სოციალურად დაუცველ ჯგუფებს აქვთ; უფასო იურიდიული მომსახურებას იღებენ მხოლოდ ის პირები, რომლეთაც ეკუთვნით სავალდებულო იურიდიული დაცვა და აგრეთვე სოციალურად დაუცველი პირები,  იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისების, საკონსულტაციო ცენტრებისა და მოხალისეობის საწყისებზე მომუშავე იურისტების ჯგუფის მეშვეობით.

უფასო იურიდიული დახმარება უზრუნველყოფს შემდეგი სახის მომსახურებას:

  • უფასო იურიდიული კონსულტაციები ნებისმიერ იურიდიულ საკითხზე:
  • იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება (განცხადების, შუამდგომლობის შეტანა);
  • უფასო საადვოკატო მომსახურება სისხლის სამართლის პროცესებზე ბრალდებულის, მსჯავრდებულისა და გათავისუფლებულ პირთათვის;
  • საადვოკატო მომსახურება   იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება ფსიქიატრიულ მკურნალობას პირის თანხმობის გარეშე;
  • საადვოკატო მომსახურება  ისეთ ადმინისტაციულ დანაშაულებზე, რამაც შესაძლოა დაკავება გამოიწვიოს;
  • საადვოკატო მომსახურება  ბრალდებული და მსჯავრდებული პირებისათვის, რომელთაც მიმართაც აღძრულია დისციპლინარული საქმეთწარმოება და რომლებიც იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; 
  • უფასო საადვოკატო მომსახურება  გარკვეულ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე;
  • ადმინისტრაციული ორგანოებში წარმომადგენლობა; გადახდისუუნარობა. 

იურიდიული დახმარების სამსახური ავტონომიური ორგანიზაცია გახლავთ, რომელიც  უშუალოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე არის ანგარიშვალდებული.  ბოლო 10 წლის განმავლობაში იურიდიული დახმარების სამსახურის მიღწევები: 

  • 150,000 უფასო იურიდიული კონსულტაცია;
  •  93,000 -ზე მეტი უფასო იურიდიული მომსახურება, მათ შორის 90 % სისხლის სამართლის საქმეა;
  • 2011 წლიდან 2011 წლიდან საქართველოში სისხლის სამართლის საქმეებზე გამამართლებელი განაჩენების 20-25% მიღწეულია იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების ძალისხმევით.
  • იურიდიული დახმარების იურისტები რეგულარულად ესწრებიან პროფესიული მომზადების კურსებს, მაღალი ხარიხის მომსახურების უზრუნველსაყოფად.;
  • 1,450 იურისტს, საქართველოს იურისტთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების ჩათვლით, გავლილი აქვს ტრენინგი სამოქალაქო, სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ და ადამიანის უფლებების სამართალში
  • ბენეფიციარების 80%-ზე მეტი კმაყოფილია მიღებული მომსახურებით: იურიდიული კონსულტაციებითა და საადვოკატო მომსახურებით.

2007 წლიდან ევროკავშირი მხარს უჭერს იურიდიული დახმარების სამსახურს შესაძლებლობების გაძლიერებისა და მომსახურების გაუმჯობესების კუთხით  ბიუჯეტის დაფინანსებით (დაახლოებით 12 მილიონ ლარზე მეტი). გარდა ამისა, ევროკავშირი, საერთაშრისო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, როგორიცაა  UNDP, იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებს ტექნიკურ დახმარებას უწევს და  მათ პროფესიულ შესაძლებლობებს ავითარებს. 

ევროკავშირის დახმარებით შესაძლებელი გახდა უფასო იურიდიული დახმარების გაწევა სოციალურად დაუცველი ჯგუფებისათვის, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მართლმსაჯულების სისტემაზე  ყველა მოქალაქისათვის თანაბარ და სამართლიან ხელმისაწვდომობას. 


საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაში ევროკავშირის დახმარების შესახებ

მართლმსაჯულების სფეროს მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ საქართველოს დახმარების მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მხრივ, 2007 წლიდან ევროკავშირმა 300 მილიონ ლარამდე გამოყო. ევროკავშირი ამ მიმართულებით თანამშრომლობს ისეთ პარტნიორებთან ერთად, როგორიცაა გაერო, ევროსაბჭო,  GIZ და აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გარდა ამისა, ევროკავშირი საბიუჯეტო დახმარებას უწევს საქართველოს მთავრობას ზოგადად შეთანხმებული ნიშნულების მიღწევის სანაცვლოდ. ევროკავშირის დახმარება ძირითადად მომდევნო სფეროებზე აკეთებს აქცენტს: ა). მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ). ბავშვისადმი მეგობრული მართლმსაჯულება; 3). სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, გამოძება და სისხლის სამართლებრივი დევნა;  4). სასჯელაღსრულება და პრობაცია; 5) მიწის რეგისტრაცია.

იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის შესახებ

იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის ხელმიწვდომი მომსახურება თვალსაჩინო გახდეს და ადამიანებმა მეტი გაიგონ იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ, შემუშავებული იქნა სპეციალური კამპანია, რომელიც დეკემბერში დაიწყება. 

თბილისი მეტროს სადგურებთან და ავტობუსებზე განთავსდება იურიდიული დახმარების სამსახურის 5 ბენეფიციარის პირადი მაგალითისა და კომენტარების ამსახველი ბილბორდები და ბანერები. ყველა მათგანმა იურიდიული დახმარების სამსახურისაგან მიიღო დახმარება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით,  როგორიცაა    საოჯახო სამართალი, მიწის რეგისტრაცია, დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, სოციალური კომპენსაცია, დევნილის სტატუსის მიღება და სხვ.

კამპანიაში გაშუქებულ  ბენეფიციარებს შორის არიან:

დავითი, აფხაზეთიდან დევნილი, რომელიც ამჟამად ქუთაისში ცხოვროს: მან იურიდიული დახმარების სამსახურის დახმარება გამოიყენა საცხოვრისის  პრობლემის მოსაგვარებლად და ოჯახისათვის თავშესაფრის მისაღებად. მიღებული მომსახურების შესახებ იგი აღნიშნავს: ”იურიდიული დახმარების სამსახურმა მე საკუთარ სახლში  ყოფნის შეგრძნება დამიბრუნა“.   

იმედამ, თბილისის მაცხოვრებელმა, სოციალურად დაუცველმა პირმა, იურიდიული დახმარების სამსახურის მომსახურება გამოიყენა თავისი პირადი გარემოებებიდან გამომდინარე სოციალური შემწეობის მისაღებად.  მიღებული მომსახურების შესახებ იგი აღნიშნავს: ”იურიდიული დახმარების სამსახური საარსებო წყაროს შენარჩნებაში დამეხმარა“.  

სემამ, მცხეთის რაიონის სოფელ სეთურის მაცხოვრებელმა იურიდიული დახმარების სამსახურის მიწის რეესტრის მომსახურების გამოყენებით დაირეგისტრირა საკუთრება, რომელსაც იგი წლების განმავლობაში არ განკარგავდა. მიღებული მომსახურების შესახებ იგი აღნიშნავს: ”იურიდიული დახმარების სამსახურმა ქონების დაკარგვისაგან მიხსნა“.

შაქრომ, რუსთავის ბინადარმა, იურიდიული დახმარების სამსახურის მომსახურება  დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მისაღებად გამოიყენა. მიღებული მომსახურების შესახებ იგი აღნიშნავს: ”იურიდიული დახმარების სამსახურმა ჩემთვის „ჯადოსნური ჯოხის“ ფუნქცია შეასრულა, რომელმაც ერთი ხელის მოსმით მომიგვარა პრობლემები“.    

ყარამანმა, რომელიც წლების განმავლობაში უვლიდა შვილიშვილებს,  იურიდიული დახმარების სამსახურის მომსახურება თავისი ორი მცირეწლოვანი  შვილიშვილის მეურვის სტატუსის მისაღებად  გამოიყენა. იურიდიული დახმარების სამსახურისაგან მიღებული მომსახურების შესახებ იგი აღნიშნავს: ”იურიდიული დახმარების სამსახური ჩემს შვილიშვილებზე ზრუნვის უფლების აღდგენაში დამეხმარა“.   

მომავალ კვირის განმავლობაში, 4 დეკემბრიდან დაწყებული, იურიდიული დახმარების სამსახურის 5 ოფისი საქართველოს სხვადასვა კუთხეში პრეს კონფერენციებს ჩაატარებს თავიანთი მიღწევებისა და ადგილობრივი ბენეფიციარების წარმატებების გასაშუქებლად. პრეს კონფერენციები შემდეგ რეგიონებში ჩატარდება::

  • კონსულტაციები იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისებში გორსა და ზესტაფონში - 5 დეკემბერი;
  • კონსულტაციები იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისებში ზუგდიდსა და თელავში- 6 დეკემბერი;
  • კონსულტაცია და  იურიდიული დახმარების სამსახურის ახალი ოფისის გასნა  ბათუმში - 7 დეკემბერი;

გარდა ამისა, ორი ე.წ. „მობილური კონსულტაცია“ განხორციელდება აზერბაიჯანული და სომხური ეთნიკური უმცირესობების თემებში. 8 დეკემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტები ქვემო ქართლისა და ახალციხის თემებს ეწვევიან.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

იურიდიული დახმარების სამსახური

ნინო ჩუტკერაშვილი, პიარ მენეჯერი

მობ: 577 400 675

ელ-ფოსტა: nchutkerashvili@legalaid.ge

ევროკავშირი საქართველოსთვის

თამარ შავდია, მმართველობის კამპანიის კოორდინატორი

მობ: 577 991 991

ელ-ფოსტა: tshavdia@eu4georgia.eu

Editorial sections
Georgia