ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მიმართვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

26.05.2020

მინდა გულთბილად მივულოცო საქართველოს და მის ხლხს დამოუკიდებლობის დღე.

ამ დღეს ევროკავშირი საქართველოს გვერდზე ყოფნით ამყობს, რადგან ჩვენ მის დამოუკიდებლობის, სუვერენობისა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდამჭერები ვართ.

დღეს ვენ აღვნიშნავთ დაბადებას პირველი რესპუბლიკისა,  რომელიც 100-ზე მეტი წლის წინ ევროპის ერებმა აღიარეს. მიუხედავათ იმისა, რომ დამოუკიდებლობა მოკლეხნიანი აღმოჩნდა, ქართველმა ხალხმა იმ სამი წლის განმავლობაში საოცარი ნაბიჯები გადადგა. მიზანდასახულმა და აქტიურმა პოლიტიკურმა კლასმა პროგრესული კონსტიტუცია მიიღო, რომელმაც, მრავალი თვალსაზრისით გაუსწრო დროს და დემოკრატიულ იდეალებსა და თანასწორობას ემყარებოდა. უზარმაზარმა საბჭოთა ძალამ ბოლო მოუღო მის არსებობას, თუმცა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა შემდგომი 70 წლის განმავლობაშიც ცოცხლობდა.

საკუთარი ქვეყნის სტორიის გახსენება და შეხსენება იმისა, რომ ხშირად, თავისუფლება საფასურის გადახდის სანაცვლოდ მოდის, ყველასთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით  ახალი თაობისთვის, რომელმაც არ იცის, თუ რას ნიშნავს, ცხოვრობდე არადამოუკიდებელ საქარველოში. წარსული მიღწევები დიდ ძალას აძლევს საქართველო სახელმწიფოს კონსოლიდაციის და მოდერნიზების გზაზე, რომელსაც იგი ადგას და ევროპაში კუთვნილ ადგილიბრუნებს.  

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა საეთო ღირებულებებს ეფუძნება. სწორედ ასეთ მყარ საფუძველზე დგას ჩვენი მეგობრობა, რითაც საერთო გამოწვევებს ვუმკლავდებით. დღევანდელ რთულ დროს ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უკვე გამოხატეს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა და აჩვენეს, თუ რას გულისხმობს ეს მეგობრობა.

კიდევ ერთხელ, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!