ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, საქართველოს რეგიონებისათვის ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის წარმოსაჩენად იმერეთს ეწვია

22.06.2021

2021 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, საქართველოს რეგიონებისათვის ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის წარმოსაჩენად იმერეთს ეწვია.

 

იმერეთში ვიზიტისას, ელჩი ჰარცელი შეხვდა ევროკავშირის მხარდაჭერით 2020 წელს შექმნილ წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG). წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა მოახდინა ადგილობრივი თემის მობილიზება და მხარი დაუჭირა არაერთ სოციალურ და ეკონომიკურ ინიციატივას სოფლად ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად. ევროკავშირის დახმარებით  წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა შეიმუშავა ადგილობრივი განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია და ჩაატარა საგრანტო კონკურსის ორი რაუნდი, რომლის შედეგადაც დღევანდელი მდგომარეობით დაფინანსებულია 20 ინიციატივა ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, სოციალური საკითხები, კულტურა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობის საკითხები.

 

ელჩი ჰარცელი ასევე შეხვდა იმ ადგილობრივი ინიციატივების წარმომადგენლებს, რომლებმაც ევროკავშირის დაფინანსება მოიღეს. მათ წარმოადგინეს საკუთარი ნაწარმი: თაფლი, ღვინო, პური, თექის ნივთები, და სხვ.

 

წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფში გაერთიანებულია 230 ადამიანი. იგი ერთ-ერთია ევროკავშირის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი 12 ადგილობრივი განვითარების ჯგუფიდან.

 

https://twitter.com/CarlHartzellEU/status/1407722203701972993

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

  • ინგა ნიკაგოსიანი, ჯგუფის ხელმძღვანელი, EU4Georgia III, inga@commwithus.eu, 577 293979
  • თამარ ხუნწარია, სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, EU4Georgia III, tamar@commwithus.eu, 595 989916

 

დამატებითი ინფორმაცია პროექტის „წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG)” შესახებ

 

წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) არის ღია საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელიც საქმიანობს, როგორც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და დემოკრატიული არაპარტიული და არაპოლიტიკური ორგანო. ჯგუფში გაწევრიანება შეუძლია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შეიქმნა 2019 წელს და დღეისთვის აერთიანებს მუნიციპალიტეტის ყველა თემის 230 წარმომადგენელს. ჯგუფის წევრები მუშაობენ 4 თემატურ ქვეჯგუფში, რომლებიც ადგილობრივი განვითარების ჯგუფის პრიორიტეტებს შეესაბამება. ესენია: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, სოციალური საკითხები, კულტურა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობის საკითხები.

 

წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ახორციელებს ევროკავშირის სოფლის განვითარების LEADER-ის მიდგომას, რომელიც უზრუნველყოფს ჯგუფის საქმიანობის გამჭვირვალობას და თანამშრომლობას სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორებთან მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის. აღნიშნული მიდგომის გამოყენებით, წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა, მუნიციპალიტეტის ფარგლებში ჩატარებული ფონური მდგომარეობის კვლევის შედეგად გამოვლენილი საჭიროებებისა და შესაძლებლობების საფუძველზე, ადგილობრივი განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია მოამზადა. სტრატეგიულ დოკუმენტზე დაყრდნობით, გამოცხადდა საგრანტო კონკურსის ორი რაუნდი. დღევანდელი მდგომარეობით, ევროკავშირისგან დაფინანსება სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორების 20-მა ინიციატივამ მიიღო.

 

წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების პროექტს ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს ორგანიზაცია People In Need, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA) პარტნიორობით. 

 

წყალტუბოს ადგილობრივი განვითრების ჯგუფის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ: https://www.tskaltubolag.ge