ევროკავშირის მიერ შემუშავდა 2018-2010 წლებისთვის სამოქალაქო საზოგადოების საგზაო რუკა

19.12.2018

ამ წლის დასაწყისში, ევროკავშირმა სამოქალაქო  საზოგადოებასთან თანამშრომლობის ახალი საგზაო რუკის შემუშავება დაიწყო. უწინდელი საგზა რუკა მოიცავდა 2014-2018 წლებ. 2018-2020 წლების ახალი გეგმები ითვალისწინებს მეზობელი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერის გავლენის, პროგნოზირებადობისა და ხილვადობის ამაღლებას. ასევე,  თანმიმდევრულობისა და სინერგის უზრუნველყოფას იმ სხვა მრავალ სექტორებში, რომლებშიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერა. გარდა ამისა, სამოქმედო გეგმა მოიცავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და სხვა საერთაშორისო აქტორებთან საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისა და უკეთ კოორდინირების ხელშეწყობას.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალისხმევისა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თბილისში (11-12 ოქტომბერი 2018), თელავსა (16 ოქტომბერი) და ქუთაისში (17 ოქტომბერი) გავლილი კონსულტაციების საფუძველზე,  2018 წლის 20 დეკემბერს ევროკავშირის მიერ ოფიციალურად იქნა დამტკიცებული ახალი საგზაო რუკა. ინგლისური ვერსია წარმოდგენილია ქვემოთ, რომლის ქართული თარგმანი წარმოდგენილი იქნება 2019 წლის იანვრის შუა რიცხვებისთვის.

კონსულტაციების შედეგად  შვიდი პრიორიტეტი გამოიკვეთა, რომლებიც ასახავენ წლების განმავლობაში ერთის მხრივ, ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, და მეორე მხრივ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას შორის ჩართულობის ძირითად მიმართულებებს:

  • პრიორიტეტი 1 –  სხვადასხვა როლების უზრუნველსაყოფად CSO-ს შესაძლებლობების გაუმჯობესება, კერძოდ, პოლიტიკურ დიალოგებში ჩართვისას, მაკონტროლებელი და სოციალური მეწარმის როლში წარმოჩენა.
  • პრიორიტეტი 2 – CSO-ს ჩართულობის გაზრდა უფრო დაბალანსებულ და მდგრად ტერიტორიულ განვითარებაში, სოფლის მეურნეობის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით
  • პრიორიტეტი 3 – CSO-ს ჩართულობის გაზრდა ღრმა და ყოვლისმომცევლი თავისუფალი სავაჭრო სივრცის სამოქალაქო საზოგადოების ყველა დონეზე პრაქტიკული სარგებელის გაუმჯობესების კუთხით.
  • პრიორიტეტი 4 – CSO-ს  ენერგოეფექტურობის, აგრეთვე საგზაო უსაფრთხოებისა და ჰაერის ხარისხის, გასაუმჯობესებელი ღონისძიებების და მათი განხორციელების მონიტორინგის ხელშეწყობა.
  • პრიორიტეტი 5 –  CSO-ს ჩართულობის გაზრდა სახელმწიფო ადმინისტრირებისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმებში.
  • პრიორიტეტი  6 – CSO- მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა დაცვის და ხელშეწყობის კუთხით
  • პრიორიტეტი 7 – CSO- ჩართულობის გაუმჯობესება შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარება (EVET), ასევე როგორც ახალგაზრდებისა და კულტურის ხელშეწყობის კუთხით.

 

აღნიშნული პრიორიტეტებისა და მათი განხორციელების შესახებ მსჯელობის მიზნით სამოქალაქო საზოგადოებასთან და ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შემდგომი ტური 2019 წლის დასაწყისში გაიმართება.

დამხმარე მასალები: