ევროკავშირი და საქართველო: საქართველოში გაცემული ციფრული COVID სერთიფიკატები უკვე ევროკავშირში გაცემულის ექვივალენტურია

17.11.2021

2021 წლის 15 ნოემბერს ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს მიერ გაცემული COVID-19 სერთიფიკატები ევროკავშირის ციფრული COVID სერთიფიკატების ექვივალენტურია.

შედეგად, საქართველო ახლა დაკავშირებულია ევროკავშირის სისტემასთან და მისი COVID სერთიფიკატები მიიღება იმავე პირობებით, როგორც ევროკავშირის ციფრული COVID სერთიფიკატი. ნაცვალგების საფუძველზე, ევროკავშირის ციფრული COVID სერთიფიკატი საქართველოში სამოგზაუროდ მიიღება.

ევროკავშირისა და საქართველოს ციფრული COVID სერთიფიკატების ორმხრივი აღიარება არის ნაბიჯი ევროკავშირსა და საქართველოს შორის პანდემიამდე არსებული მოგზაურობების აღდგენისკენ“,განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, სამოგზაუროდ წასულ საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სრულად ვაქცინირებულია ევროპული მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ ავტორიზებული ვაქცინებით - ამჟამად: პფაიზერი, მოდერნა, ასტრაზენეკა, და ჯონსონი & ჯონსონი - და აკმაყოფილებენ შენგენის ზონასთა დაკავშირებულ სტანდარტულ პირობებს, შეუძლია ევროკავშირში მოგზაურობა ნაკლები შეზღუდვებით განაახლო.

სხვა ვაქცინებით აცრილმა სამოგზაუროდ წასულმა საქართველოს მოქალაქეებმა შესაძლოა ამ გადაწყვეტილებით ვერ ისარგებლონ. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შესაძლოა სხვა ვაქცინით აცრილი მოგზაურებისთვის გარკვეული შეზღუდვები გაუქმება გადაწყვიტონ, მაგრამ მათ ამის ვალდებულება არ აქვთ. მიუხედავად ამისა, ამ მოგზაურებს შეუძლიათ გამოიყენონ სერტიფიკატი თავიანთი სტატუსის დასადასტურებლად (ტესტის უარყოფითი შედეგი ან COVID-19-ისგან გამოჯანმრთელება).

მიუხედავად იმისა, რომ ციფრული COVID სერთიფიკატი მოგზაურებს საშუალებას აძლევს დაადასტურონ თავისი ვაქცინაციის/ტესტირების/გამოჯანმრთელების სტატუსი, მათ ურჩევენ, შეამოწმონ ინფორმაცია შესაძლო საკარანტინო წესების ან COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული სხვა შეზღუდვების შესახებ ევროკავშირის პორტალზე Re-Open EU.

ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოს მიერ გაცემული სერთიფიკატების ბლოკის სერტიფიკატების ეკვივალენტურად მიჩნევის თაობაზე 2021 წლის 16 ნოემბერს შევიდა ძალაში. დამატებითი ინფორმაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების COVID წესების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სპეციალურ ვებგვერდზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდ:

თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის სამსახური, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu