ევროპული პერსპექტივა საქართველოსთვის

2022 წლის 23 ივნისს საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადების შეტანის შემდეგ ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა.  ევროკავშირი მზადაა მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც შესრულდება თორმეტი პრიორიტეტი, რომელიც ევროკომისიის გაწევრიანების შესახებ განაცხადთან  დაკავშირებულ მოსაზრებაში არის განსაზღვრული.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს აქვს საფუძველი იმ ინსტიტუტების სტაბილურობის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და უმცირესობათა პატივისცემასა და დაცვას, იმისდა მიუხედავად, რომ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყნის წინსვლას ზიანი მიაყენა; მან მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგ დონეს მიაღწია და აქვს ეკონომიკური პოლიტიკის მყარი გამოცდილება და ხელსაყრელი ბიზნეს გარემო, მაგრამ საჭიროა შემდგომი რეფორმები მისი საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად; მთლიანობაში, საქართველომ შექმნა მყარი საფუძველი ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) შემდგომი შესაბამისობისთვის.

ამის საფუძველზე, ევროკომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოს, რომ მას მიეცეს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა.  კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს მას შემდეგ, რაც შესრულდება მთელი რიგი პრიორიტეტებისა.

მოსაზრებაში ასევე ნათქვამია, რომ გაწევრიანების პროცესი კვლავ დადგენილ კრიტერიუმებსა და პირობებს ეფუძნება. ეს საშუალებას აძლევს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ამ პროცესში იმყოფება, მიაღწიოს წინსვლას საკუთარი დამსახურების საფუძველზე, მაგრამ ასევე ნიშნავს, რომ ევროკავშირისკენ ნაბიჯები შეიძლება გაუქმდეს, თუ ძირითადი პირობები დაკმაყოფილებული აღარ იქნება. ევროკომისია დასახული პრიორიტეტების შესრულების გზაზე საქართველოს წინსვლას დააკვირდება.

ევროპულმა საბჭომ ეს რეკომენდაცია გაითვალისწინა და 2022 წლის 23 ივნისს საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა.

საკითხის ისტორია

 

Timeline of EU-Georgia relations