ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის თავის წარმომადგენლად კრისტიან დანიელსონი დანიშნა

11.03.2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან თანამშრომლობით, პრეზიდენტ მიშელის თბილისში 1 მარტს ვიზიტის დროს განახლებული პოლიტიკური დიალოგის შემდგომი მედიაცია, რომელსაც ხელს უწყობს ევროკავშირი, კრისტიან დანიელსონს დაავალა.

Man talking to an audience

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან თანამშრომლობით, პრეზიდენტ მიშელის თბილისში 1 მარტს ვიზიტის დროს განახლებულ პოლიტიკური დიალოგის შემდგომი მედიაცია, რომელსაც ხელს უწყობს ევროკავშირი, კრისტიან დანიელსონს დაავალა.

-ნი დანიელსონი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის განახლებულ დიალოგს მედიაციას გაუწევს; საქართველოში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის დასაძლევად იგი საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.

უახლოეს დღეებში -ნი დანიელსონი საქართველოში გაემგზავრება, რათა ამ პროცესში მონაწილე ყველა დაინტერესებულ მხარესთან იმუშაოს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელი დ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელი მოუწოდებენ საქართველოს ყველა პოლიტიკურ აქტორს, კონსტრუქციული სულისკვეთებით სრულად ჩაერთონ დიალოგ ორმხრივად მისაღები შედეგების მისაღწევად, სტაბილური, დემოკრატიული და რეფორმებზე ორიენტირებული საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, რომელ პროევროპულ გზაზე წარმატებით წინსვლაშეძლებს.

საკითხის ისტორია

კრისტიან დანიელსონი იყო შვედეთში მუდმივი წარმომადგენელი, სანამ 2011 წელს ევროკომისიის გენერალური მდივნის მოადგილედ დაინიშნა. 2013 წელს დანიელსონი გახდა გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორი, 2015 წლიდან კი სამეზობლო საკითხების და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორი. ამჟამად იგი შვედეთში ევროკომისიის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობს.